მესის თვითმფრინავი ბრიუსელში ავარიულად დაეშვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის კერძო თვითმფრინავი ბრიუსელის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, - იტყობინება HLN.

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი ტენერიფეში მითრინავდა, ბრიუსელში კი "შასის" ტექნიკური გაუმართაობის გამო მოუწია დაშვება.

მესის გარემოცვა იუწყება, რომ ფეხბურთელი ბორტზე არ იმყოფებოდა - ის საფრენ აპარატს ხანდახან აქირავებს.

ლეომ 16-ადგილიანი თვითმფრინავი 2018 წელს 15 მილიონ დოლარად შეიძინა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული