
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ თვითმფრინავი შეიძინა.
არგენტინელმა 2004 წლის მოდელის, Gulfstream V-ის თვითმფრინავი იყიდა, რომლის ფასი დაახლოებით 15 მილიონი დოლარია.
ეს თვითმფრინავი 16-ადგილიანია, რომლებიც 8 საწოლად ტრანსფორმირდება, აქვს 2 აბაზანა და 2 სამზარეულო.
თვითმფრინავის კუდზე 10 ნომერია გამოსახული, ხოლო საფეხურებზე ფეხბურთელის ოჯახის წევრების სახელებია დაწერილი.