"გენტს" ევროტურნირებიდან მოკვეთა ემუქრება

AutoSharing Option
კორონივარუსის გამო ბელგიამ ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, ოქროს მედლები პირველ ადგილზე მყოფ "ბრიუგეს" უნდა გადაეცეს, მეორეადგილოსან "გენტს" კი - ვერცხლის მედლები. ამას გარდა, "გენტი", რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა ჩაერთოს. თუმცა, შესაძლოა, ბელგიას ევროტურნირებზე მონაწილეობა საერთოდ აუკრძალონ.

საქმე ისაა, რომ უეფა იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩემპიონატებს არ განაახლებენ, მოკვეთით დაემუქრა. აი, რა განაცხადა მისმა პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა:

"ეს სწორი მიმართულება არ არის. სოლიდარობა ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა არ არის. არ შეიძლება დახმარება
ითხოვო, შემდეგ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შენ გაწყობს.

ბელგია და ის ლიგები, რომლებიც სეზონის განახლებას არ მოისურვებენ, შეიძლება ევროტურნირების გარეშე დარჩნენ", - განუცხადა ჩეფერინმა Goal.com-ს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
სწორია ! რა ეჩქარებოდათ ჩემპიონატის შეჩერება იმ ქლიავებს ? @
ზურა222
05:11 04-04-2020
1
ბელგია შეიძლება ევრიტურნირების გარეშე დარჩეს, ბუნდესლიგაში გუნდები კოტრდებიან.... ისეთი პირი უჩანს ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ ჯგუფში დაჯდება დინამო, DDD
G.LA
13:12 04-04-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული