ბრაზილიური და არგენტინული კლუბები კავანიზე იბრძოლებენ

AutoSharing Option
უოლტერ გულიელმონე, რომელიც "პსჟ-ს" თავდამსხმელის ედისონ კავანის ძმა და აგენტია, საუბრობს თუ რომელი კლუბები ინტერესდებიან მისი ძმის ტრანსფერით.

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ედისონით ბევრი კლუბია დაინტერესებული. "მაპოლი"? ამ ეტაპზე არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ბრაზილიიდან ინტერესს იჩენენ: "ფლამენგო", "პალმეირასი", ინტერნასიონალი", და ასევე, არგენტინიდან "ბოკა ხუნიორსი" - ციტირებს აგენტს Calcio Italia.

შეგახსენებთ, ადრე კავანი თამაშობდა: "პალერმოში", "ნაპოლში" და ამჟამად ის "პსჟ-ს" ღირსებას იცავს.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული