რივალდო: ნეიმარი ერთ-ერთი იშვიათი ფეხბურთელია, ვინც მესისთან თამაშის დროს...

AutoSharing Option
ბრაზილიისა და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი თვლის, რომ ნეიმარი "ბარსელონას" მთავარი სატრანსფერო მიზანი უნდა გახდეს.

"მხოლოდ ნეიმარს შეუძლია ჰქონდეს მესის გვერდზე ძირითად შემადგენლობაში ყოფნის პრეტენზია. ბოლო წლებში ჩვენ ვიხილეთ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი, რომლებიც ვერ შეთამაშდნენ ლეოსთან. მაგრამ ნეიმარი ერთ-ერთი იშვიათია, ვინც მესისთან თამაშის დროს ზეწოლას არ გრძნობს." - ციტირებს რივალდოს Goal.com.

შეგახსენებთ, ნეიმარი 2017 წელს "ბარსელონადან" "პსჟ-ში" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რივალდო მოგეწონა წყალტუბო?
ბაღალჯანი და ფაჩაჩო
21:39 04-04-2020
0
შენ ეტყობა შპენალდოს ქომაგიხარ თორემ მესიზე რომ კაცი ამას იტყვის ფეხბურთის აზრზე არაა და ჯობს მარტო შპენალდოს თამაშებს უყუროს
11

სიახლეები პოპულარული