ამერიკული გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელიც 1 მილიარდი ევროს გამომუშავებას მოახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირდათ, 35 წლის პორტუგალიელი მიმდინარე სეზონშივე მაინც გახდება მოქმედი მესამე სპორტსმენი, რომელიც 1 მილიარდ ევროზე მეტის გამომუშავებას შეძლებს.
აქამდე ამხელა თანხის გამომუშავება მხოლოდ 3-მა სპორტსმენმა მოახერხა - გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსმა (2009 წელს), მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა (2015 წელს) და კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა (2015 წელს). აღსანიშნავია, რომ ამ უკანსკნელმა მილიარდიან
ნიშნულს კარიერის დასრულების შემდეგ მიაღწია.
სწორია - მილიარდერი.
(მაგ: მილიონერი და არა, მილიონელი)