გახსოვთ "სტანდარდი", რომელმაც "დინამოს" სძლია? - სამოყვარულო კლუბი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: youtube.com/channel/Aleks Chistogan

ქართველი გულშემატკივრისთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელია ევროპის თასების მფლობელთა თასის 1981/82 წლების გათამაშების ნახევარფინალში ლიეჟის "სტანდარდთან" დამარცხება (0:1, 0:1).

"სტანდარდი" ბელგიის უმაღლეს დივიზიონში 1921 წლიდან გამოდიოდა, ქვეყნის ათგზის ჩემპიონია, ახლა კი პროფესიული კლუბის სტატუსი ჩამოერთვა და სამოყვარულო ლიგაში დააქვეითეს.

მიზეზი ისაა, რომ კლუბს ფეხბურთელების წინაშე 1 მილიონ ევროზე მეტი დავალიანება აქვს. კლუბმა განაცხადა, რომ სტადიონს გაყიდის და დავალიანებას დაფარავს, მაგრამ ამით ლიცენზირების კომისია ვერ დაარწმუნა. "სტანდარდი" აპელაციის შეტანას ბელგიის საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებს.

კორონავირუსის გამო ბელგიის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა, "სტანდარდმა"
კი მეხუთე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაშინ დასრულდა ქართული ფეხბურთი, ხელოვნური თამაშგარეებით და ტახამატათი.
გოჩა
23:14 09-04-2020
0
არადა რა მაგარი ფინალი იქნებოდა დინამო თბ.-ბარსელონა!
Alex.F
22:56 09-04-2020
0

სიახლეები პოპულარული