სლუცკი: ქართველებმა ერთადერთი სიტყვა "ძმა" იციან - გუნდში ასე მიმართვა ავკრძალე

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "იუთუბის" არხ "კრასავაზე" ევგენი სავინთან ინტერვიუში თქვა, რომ სიტყვა "ძმა" გუნდში აკრძალა.

- შენ მართლა აჯარიმებ ხალხს სიტყვა "ძმის" წარმოთქმისთვის?
- მე ამის შესახებ გამოვუცხადე. უნივერსალური სიტყვაა - ყველანი შენი ძმები არიან: "ძმა, ძმა". ადამიანები საკუთარ სახეს კარგავენ, სახელს, გვარს, ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. მე ეს უსაზღვროდ მაცოფებს.

როდესაც სოლტმურად ბაკაევი პარტნიორს ძმას უწოდებს, მე ვეუბნები: "ზელიმხან, შენთან გადმოვიდა გუნდში? სადაური შენი ძმაა? დანჩენკო შენი ძმა როგორაა?"

მესმის, ეს სიტყვა "ძმა" ქართველებისგან აიღო. მე მათ რუსული ენა საერთოდ ჩამოვართვი.
ეს ერთადერთი სიტყვაა, რომლის გამოთქმა შეუძლიათ. დიახ, მე მათ გამოვუცხადე, რომ სიტყვა "ძმა" ჩვენთან უკვე კანონგარეშეა".

შეგახსენებთ, ყაზანური გუნდის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იქნებ ჩვენც მოვიშოროთ ყოველდღიური გამოყენებისგან “დავაი” “ბრატ” “სპასიბა” “ვსიო”. დაიმახსოვრეთ გოიმობაა ეს, მაგარ ბიჭობას არ ნიშნავს! მშვენიერი ქართული სიტყვები გვაქვა
არა რუსულ სიტყვებს ქართულში!
14 თებერვალი 2023 13:16
0
სლუცკი კაი ტიპია,იუმორიც აქვს...
ვერ ვხედავ ვერაფერს ცუდს,თუ გუნდელები ერთმანეთს მიმართავენ ძმაოთი...
რუსებიც, ხმარობენ ამ სიტყვას,განსაკუთრებით,ჩრდილოელები(სიბირიაკები)და რუსეთის სამხრეთში იციან ეს მიმართვა-ბრატ...
ნუ ამას არ მოსწონს და არ მოსწონს - მთავარია,ჩვენმა ბიჭებმა კარგად ითამაშონ,ფორმაში იყვნენ და ნუ იტყვიან ძმას,კი ბატონო... :)))
ბუტა
11 აპრილი 2020 10:07
2
სლუცკი ხარ სუფი. ჯერ შენებს აუკრძალე სიტყვები: ბლიად და ბლინ და მერე ილაპარაკე ძმაზე. ამ ორ სულელურ სიტყვებს, ძმა არ ჯობია? მაგრამ თქვენ რა იცით ამ სიტყვის მნიშვნელობის სულელო.
მაგაზე გვადარდე სულელო სლუცკი, შენ თუ არ მოგწონს სიყვა ძმა. გიორგი
11 აპრილი 2020 10:05
12
ისე ვეთანხმები სლუცკის) დიდი სიამოვნებით ავკრძალავდი ჩვენს ნაკრებებში შემდეგ სიტყვებს: ბრატ,დავაი,ვსიო და ა.შ. განსაკუთრებით რაგბისტების ,,დავაი,,ფლეთს ნერვებს)
ბათუმის ფანი
11 აპრილი 2020 02:15
5
აგერ, დაუწერიათ სანეს, კავანის და ნოიერის ამბები, მაგრამ რაგინდ დაბალი კლასის რუსულ გუნდებში არ უნდა თამაშობდნენ, მე მაინც ქართველების ამბები უფრო მაინტერესებს. ისე, იცოცხლე, კარგი იქნებოდა გრანდებში რომ იყვნენ ჩვენი ბიჭები, მაგრამ რაც არის ეს არის.
აკადემიკოსი
11 აპრილი 2020 02:01
2
რა გაგვიხურეთ ამ რუსებით საქმე. ინგლისური არ იცით? გადათარგმნეთ ევროპული სტატიები. გავიგეთ რომ 2 ქართველი თამაშობს მაჩანჩალა რუსულ გუნდში!!!
professor
11 აპრილი 2020 01:20
22

სიახლეები პოპულარული