ივან რაკიტიჩი: კარტოფილის ტომარა არ გეგონოთ!!

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა საკუთარი სატრანსფერო გეგმების შესახებ საკმაოდ მკაცრი კომენტარი გააკეთა.

"სიტუაციის არსი მესმის, თუმცა კარტოფილის ტომარა არ გეგონოთ, რომელსაც სადაც გინდა, იქ გადადებ. ჩემთან საუბარი ყოველთვის შეგიძლიათ, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ მე იქ მინდა ყოფნა, სადაც ვუყვარვარ, პატივს მცემენ და ჩემი ეიმედებათ.

ასევე იქ, სადაც მე და ჩემი ოჯახი თავს ბედნიერად ვგრძნობთ. თუ ეს ადგილი აქაა, აღფრთოვანებული დავრჩები; თუ არა, თავად გადავწყვეტ, სად წავიდე", - განაცხა
და რაკიტიჩმა.

აქამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, რაკიტიჩის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი, თუმცა თავად ფეხბურთელსა და მის ოჯახს ესპანეთში დარჩენა ურჩევნიათ. ამიტომაც ხორვატი მადრიდის "ატლეტიკოს" ვარიანტს განიხილავს.

altივან რაკიტიჩმა "ბარსელონაში" დაუჯერებელი სტატისტიკა დააფიქსირა

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ გაგიტყდეს ეგბარსას და რეალის სენია უპრო ბარსას უყვარს ეგეთები
gio
13 აპრილი 2020 22:46
2
ეგ უფრო რეალის სენია. კასილასი, რაული, როლანდო. ეხლა მარსელო, მოდრიჩი და მგონი კაზემიროც.
ამაშია- გიოს. არ გაგიტყდეს.
14 აპრილი 2020 10:24
0
რას ჩააცივდნენ ივან რაკიტიჩს, ძალიან კარგი ფეხბურთელია! არ შეიძლება ასეთი ამოჩემება ფეხბურთელის. ვიღაც ვიღაცა ასაკოვან ფეხბურთელებს მიედ მოედებიან და მაინცდამაინც რაკიტიჩი ამოიჩემეს მიზანში. ბართომეუ აუსვი დროზე!
10
13 აპრილი 2020 11:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული