გერმანელი ფეხბურთელი: რუსი გოგონები არ მომწონს, "ნამდვილები" არ არიან

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" გერმანელმა ფორვარდმა მაქსიმილიან ფილიპმა Sport24-თან ინტერვიუში კომენტარი რუსი გოგონების შესახებ გააკეთა.

"რუსი გოგონები? საყვარლები არიან, თუმცა ჩემთვის ძალიან არაბუნებრივად ხელოვნურები. ხვდებით, ალბათ, რასაც ვამბობ. ხედავ გაკეთებულ ტუჩებს, დიდ მკერდს... ნუ კარგი, ზოგჯერ ისინი კარგად გამოიყურებიან, თუმცა ასეთი ძალიან ბევრია; აი, ისეთი კი, ვისთანაც სულიერი სიახლოვის პოვნა შეიძლება, ძალიან ცოტა", - აღნიშნა ფილიპმა.

ფილიპი მიმდინარე სეზონის წინ დორტმუნდის "ბორუსიადან" კიევის "დინამოს" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და რუსეთის პრემიერლიგის 2020 წლის სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და
1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰო,ფეხბურთელები მთლიანად რომ გაითქვიფნენ ბოზ მოდელებში,მათთან სულიერი სიახლოვის გამო არიან.
სოსო
10:20 14-04-2020
0
ეს ჟურნალისტი ხან კიევს რუსეთად თვლის, ხან ღამურას მფრინავ თაგვს ეძახის, აოეეეე, გაიღვიძე ადმინ?!
აუ ჩემი
01:05 14-04-2020
0

სიახლეები პოპულარული