"ბოტაფოგოს" იაპონელმა ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ კორონავირუსით გამოწვეულ ფინანსურ პრობლემაზე გამახვილა ყურადღება.
"ადვილი სათქმელია "დარჩი სახლში". ყველას ესმის, რომ სიცოცხლე ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია და გარისკვა არავის უნდა, მაგრამ მთავრობებმა ხალხს ფინანსური გარანტიები უნდა მისცენ", - დაიჩივლა ჰონდამ "ტვიტერზე".