შესაძლოა, კეისუკე ჰონდა "მილანიდან" "ვალენსიაში" გადაბარგდეს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი კეისუკე ჰონდა შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ვალენსიაში" აღმოჩნდეს. AS-ისა და Tuttosport-ის ცნობით, ესპანური კლუბი იაპონელი ლეგიონერის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს.

ჰონდას მომავალი "მილანში" ბუნდოვანი მას შემდეგ გახდა, რაც ფეხბურთელმა გუნდის მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი გააკრიტიკა. ჰონდას თქმით, მას არ ესმის იმ მწვრთნელის, ვინც გუნდის წარუმატებლობაში მოთამაშეებს ადანაშაულებს.

მიმდინარე სეზონში 29 წლის იაპონელმა სერია A-ში ოთხი მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული