სინიშა მიხაილოვიჩმა კეისუკე ჰონდა დაიწუნა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა "კროტონესთან" სათასო შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც სათამაშო დრო ნაკლებად ეძლევათ.

როგორც სერბმა სპეციალისტმა განაცხადა, რამდენიმე მოთამაშემ მისი იმედი ვერ გაამართლა, კეისუკე ჰონდა კი საგანგებოდ გამოჰყო.

"მაინტერესებდა, თუ ვისი იმედი შეიძლება მქონდეს მომავალში და ამ კითხვაზე პასუხი მივიღე. სამწუხაროდ, რამდენიმე ფეხბურთელმა შანსი ვერ გამოიყენა და ეს ძალიან საწყენია. მეტს ველოდი ჰონდასგან და აშკარაა, რომ მან ვერ შეძლო იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია. ზუსტად ვერ გეტყვით, თუ რა მოხდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, მაგრამ გარკვეული ცვლილებები
ნამდვილად იგეგმება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული