წიტაიშვილი: ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა - ნაკრებში გამოძახებას დიდი ხანია ველი

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი იმედოვნებს, რომ შანსი მიეცემა და უკრაინის ნაკრებში იასპარეზებს.

"მე კიევის "დინამომ" აღმზარდა და U-21-ის ჩათვლით, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდში გამოძახებას, დიდი ხანია ველი. რაც უფრო მალე და სტაბილურად დავიწყებ "დინამოს" პირველ გუნდში თამაშს, მით უფრო მალე მოვხვდები ნაკრებში. თამაშია საჭირო. ამისათვის დრო და შესაძლებლობა მჭირდება. შემდეგ კი, დაე, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, მზად ვარ თუ არა", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 42 /
სხვის მაგალითს გახედე მაინც,ანანიძეს დედა რუსი ყავს და მამა ქართველი ყავდა,ღმერთმა აცხონოს მისი სული! ჯანოს ქართულად ლაპარაკი უჭირს და რუსულად უფრო საუბრობს,მაგრამ ანანიძეა და ქართველია და ქართველის გაზრდილია! სამშობლო არ შეუცვლია,მიუხედავად იმისა,რომ შენ რა მოგცა უკრაინამ იმდენი,რამდენიც მას რუსეთმა მისცა..... ჯანო კაცის გაზრდილია და ვაჟკაცის,დაჯდნენ თავის დროზე და მიიღეს გადაწყვეტილება როგორიც მათ ეკადრებოდათ!
zura
13:30 14-04-2020
3
ესე იძახდა ვაჩიბერაძეც და ბოლოს რაც მოხდა კი ვიცით, ეჭვი მაქვს ამასაც ამასაც ანალოგიური მოუვა
baba
03:17 14-04-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული