წიტაიშვილი: ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა - ნაკრებში გამოძახებას დიდი ხანია ველი

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი იმედოვნებს, რომ შანსი მიეცემა და უკრაინის ნაკრებში იასპარეზებს.

"მე კიევის "დინამომ" აღმზარდა და U-21-ის ჩათვლით, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდში გამოძახებას, დიდი ხანია ველი. რაც უფრო მალე და სტაბილურად დავიწყებ "დინამოს" პირველ გუნდში თამაშს, მით უფრო მალე მოვხვდები ნაკრებში. თამაშია საჭირო. ამისათვის დრო და შესაძლებლობა მჭირდება. შემდეგ კი, დაე, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, მზად ვარ თუ არა", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ქართველი არ ხარ შენ, შენ ხარ - ...
ჯეკო
14 აპრილი 2020 16:57
3
vinmem utxarit am "bichunas" rom aseti xmamagali komentarebi ar sheizleba!!! shenairi :kartvelebi" bervi gvyavs ushenodac!! ijeki biza chumad shentvis!!
სანდრო
14 აპრილი 2020 16:42
3
რამდენჯერ უნდა დაიწეროს??? / გოგიაზე აღარ წეერთ? ან კიდე ვიღაცა ბავშვი როა, ან კიდე ჯიქიაზე და კიდე რამდენია ასეთი,,/ შეეშვით რა , არ გვაინტერესებს, დაწერეთ მერებაშვილი რას შვება, არ მევასება როგორც ფეხბურთელი მაგრამ, საგულშემატკივროდ მერებას ვუგულშევმატკივრებ ვიდრე ამათ, ესენი მკიდია თავიდან ფეხებამდე!!!!/ არააა საინტერესო, ვიღაც უკრაინელი, ჯერ არშემდგქრი, და უინტერესო ადამიანზე ამდენი ტვინის ბურღვა, რას ეხცეწებით??/
Vasili
14 აპრილი 2020 16:15
1
სამშობლო ქალი არ არის, რომ გიყვარდეს და უყვარდე მასაც. სამშობლო უანგაროდ უნდა გიყვარდეს და არ ელოდე მისგან ანგარის გამო რამე სარგებელს. ეს ბიჭი ვერ გრძნობს სამშობლოს ცნებას და ამბობს რომ უკრაინამ მას ბევრი მისცა, ამიტომ ირჩევს მას. მოკლეთ აღება მიცემაა რაა.... რა შუაშია სამშობლო? ჩვეულებრივი მედროვე, ვიგოდნიკია))
G.LA
14 აპრილი 2020 15:39
0
გოგია გამახსენდა და კიდევ ერთი ქართველი იყო ფარცვანია უკრაინის ახალგაზრდულის მცველი ევროპის ჩემპიონი გახდა მასაც უკრაინაის ნაკრებში თამაში უნდოდა და აი შედეგიც... ჯიქიასაც პირი ეტირა ტრამვა აქვს ისემც ქნილა სულ არ უთამაშია რუსეტი ნაკრებში.. მკიდია მე ეგეთი ყველა ქართველი. აან ხარ ქართველი ან არ ხარ.. ნახევრად ქართველი არ არსებობს.. თუ მაგარი ფეხბურთელი ხარ უკრაინის ნაკრებში ითამაშებ თუ ბანგლადეშის ნაკრებში ამით შენი კლასი არ შეიცვლება როცა ძლიერ კლუბში ტამაშბ.. ასე რომ არ უნდა გამართლება ჩვენ ჭ კლასის ნაკრები გვყავს და რატომ უნდა ითამაშოსო..
გიორგი
14 აპრილი 2020 14:47
1
ასე ბაქიბუქობდა ვაჩიბერაძეც და სადაცაა ეხლა ყველა ხედავს. მიდი მიხედე საქმეს იქნებ კლიმენტას პატარა ორი კაპიკი აშოვნინო სამშობლოს გაყიდვით.
მამელუქი
14 აპრილი 2020 14:25
5
სხვის მაგალითს გახედე მაინც,ანანიძეს დედა რუსი ყავს და მამა ქართველი ყავდა,ღმერთმა აცხონოს მისი სული! ჯანოს ქართულად ლაპარაკი უჭირს და რუსულად უფრო საუბრობს,მაგრამ ანანიძეა და ქართველია და ქართველის გაზრდილია! სამშობლო არ შეუცვლია,მიუხედავად იმისა,რომ შენ რა მოგცა უკრაინამ იმდენი,რამდენიც მას რუსეთმა მისცა..... ჯანო კაცის გაზრდილია და ვაჟკაცის,დაჯდნენ თავის დროზე და მიიღეს გადაწყვეტილება როგორიც მათ ეკადრებოდათ!
zura
14 აპრილი 2020 13:30
3
neta jano tu pexburteli ggoniat da magaze guli vis dackdeboda?)))))))))
!!!!!!!
14 აპრილი 2020 17:40
20
ეროვნული ჰიმნის ქვეშ და ეროვნული მაისურით სტადიონზე დადგომაზე და სამშობლოს გულისთვის ფეხბურთის თამაშზე უარის მთქმელი ადამიანი რისი ღირსიცაა ჩვენც კარგად ვიცით და უკრაინელებმაც!!! მაგათაც ბევრი ყოლიათ შენისთანები წიტაიშვილო! სამშობლოზე ბევრი მოგცა უკრაინამ? ზოგი მშობელი გაჭირვებიდან გამომდინარე ბევრს ვერ აძლევს შვილს და ამისთვის მშობელზე უარი უნდა თქვას შვილმა? თუ თავისი ნიჭიერებით მშობელი უნდა ასახელოს? კლუბში სადაც გინდა ითამაშე,რომელ ქვეყანაშიც გინდა და ფული იშოვე,მაგრამ სამშობლოს ხეირზე ცვლი? მართლა ვაი შენს პატრონს!!!
zura
14 აპრილი 2020 13:24
1
ასეა,უცხოეთში მცხოვრები მეგრელებს ყოველთვის ორი არჩევანი აქვთ,ან საქართველო ან შხვა რომელიმე,ძირითადად რუსეთი ან უკრაინა
წიტავა
14 აპრილი 2020 13:24
11
მამაშენი საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობდა,და მისთვის ეს იყო მთავარი მიზანი, ნუთუ მამის გულისთვის არღირდა საქართველოს არჩევა? ვფიქრობ კი...
Pakitooo
14 აპრილი 2020 13:13
2

სიახლეები პოპულარული