"მოურინიო შთამბეჭდავია, მაგრამ გვარდიოლა..." - კლაუდიო პისარო

AutoSharing Option
"ვერდერის" ფორვარდი კლაუდიო პისარო ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლასთან მუშაობას იხსენებს.

"სამწუხაროდ, მოურინიოსთან მუშაობა მხოლოდ 3 თვე მომიწია, მაგრამ ეს პერიოდი საკმარისი იყო, რომ დავრწმუნებულიყავი, რამდენად შთამბეჭდავი მწვრთნელია ჟოზე. ის კარგი მწვრთნელია და ფეხბურთელების სასწაული მხარდაჭერის უნარი აქვს.

გვარდიოლა თავისი ანალიტიკური მიდგომით ნებისმიერს გააოცებს. მან ყველაფერი დეტალურად იცის, ნებისმიერი წვრილმანი აქვს შესწავლილი და შესაბამისად, ენდობა ფეხბურთელებს, კარგად გრძნობს, ვინ როდის უნდა გამოიყენოს.

პეპმა ჩემი ხედვა გააფართოვა. სხვა მწვრთნელებთან შედარებით, მას აბსოლუტურად სხვა ხედვა აქვს. ის აზროვნებისა და ტაქტიკის მხრივ ყოველთვის
აჯობებს ოპონენტებს. პეპი - საუკეთესოა, ვისთანაც მიმუშავია", - განაცხადა 41 წლის პერუელმა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
Me gulshematkivari var fexburtis, tumca mec vfiqrob rom es simartlea
Milani
11:56 14-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული