"უფას" მწვრთნელი: სსრკ-ში ბევრი კარგი და ცუდი იყო, ბავშვები კი კომუნიზმში ცხოვრობდნენ

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის კლუბ "უფასა" და საქართველოს ნაკრების მცველ ჯიმი ტაბიძის მწვრთნელი ვადიმ ევსეევი დღეს, 22 აპრილს, ვლადიმერ ლენინის დაბადების დღესა და საბჭოთა კავშირს "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა.

"22 აპრილი, ეს ხომ ლენინის დაბადების დღეა. ავტომატურად გამახსენდა, როცა კალენდარზე რიცხვი დავინახე. შემდეგ კი დავიყვირე: "მრგვალი თარიღი, 150 წელი".

გამოქვეყნებულ ფოტოზე სერიოზული, საბჭოთა პიონერი ვარ. შემიძლია დავიკვეხნო, რომ მასწავლებლებთან არანაირი პრობლემა არ მქონია. სკოლა კი ძალიან კარგად მახსოვს, მწვანე რვეულები, რომლების უკანა გვერდზეც სსრკ-ის ჰიმნი ეწერა. ღია ფერის მერხები. აბრეშუმის წითელი ყელსახვევი. და ყველგან
ვლადიმერ ილიას ძე ლენინი.

ჩემი ქალიშვილი კი სხვა ცხოვრებაში გაიზარდა, ლენინის გარეშე. საერთოდაც, დიდი ხანი არ გამხსენებია. მაშინ კი სულ ჩვენთნ იყო. ჩემს კლასელს დაფიცების ეშინოდა, რადგან ელოდა, რომ ბაბუა ლენინი გაიგონებდა, გაბრაზდებოდა. მისი ყველას გვჯეროდა.

სსრკ-ში ბევრი განსხვავებული რამ ხდებოდა, კარგი და ცუდიც. თუმცა მაშინ ბავშვები კომუნიზმში ცხოვრობდნენ.  წრეები, სექციები, სასწავლო მასალები - ყველაფერი უფასო იყო. მშობლებისთვის, ბუნებრივია, ყველაფერი ყოველთვის მარტივად არ იყო, თუმცა მაშინ ამაზე არავინ ფიქრობდა", - დაწერა ევსეევმა "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მშიერი და ჭირიანი ვერ გააკეთებდა იმდენს რაც ომის შემდეგ გაკეთდა ეგარი დემაგოგია მასონური ნარატივი აქ სახელმწიფო გახლდა თვითკმარი ყველა ერთ საქმეს აკეთებდა თორე მშიერი და დავარდნილი როდის იყო ქჳეჸანას აშენებდა მილინობით ადამიანზეა საუბარი იცოდენ რატო აკეთებდენ და რისთვის მაგრამ სტალინი კიარა ლენინზეა აქ საუბარი რომელიც იყო ინტერნაციონალისტი ძულდა ეკლესია და ნაციონალიზმის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგი იყო და არც რუსი ერი ეხატებოდა გულზე პროლეტარიატის დიქტატურა მთელ მსოფლიოში ეგიყო მისი მთავარი დევიზი უფრო ტროცკი იყო მისი მიმდევარი.სტალინი კიდე იყო ძლიერი მმართველი გენიოსი და ამავე დროს ზოგჯერ ზედმეტადაც მკაცრი სულსხვაგზის და სისტემის მიმდევარი იყო დიპლომატიაში ბჺდალი არ ყაჳდა სსრკამ დაშლა სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და არა90 იანებში მისმა დანატოვარმა ინერციით გაძლო ცოტა ხანი კიდე.
zaza
23 აპრილი 2020 18:50
5
ეხლაც მაგ გიმნი აქვთ, ისევ იმას ყარაულობენ მავზოლეუმში,ისევ სხვისი ტერიტორიებისკენ იწევენ და რაუნდა გაგიკვირდეს საერთოდ!!!
Luka
23 აპრილი 2020 13:05
1
არაა მაგ "შვაინების" საშველი...
გრიშა
23 აპრილი 2020 18:23
1
ვერ წარმომიდგენია, რა პირადი თავისუფლება უნდა ჰქონდეს უმუშევარ და მშიერ ადამიანს, ვისაც სახლიც კი არა აქვს? ი. ბ. სტალინი.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22 აპრილი 2020 22:42
2
ვერ წარმოედგინა?მშიერ ხალხს ამუშავებდა და კარგი ბიჭი იტყოდა უარს.მშიერი და გაყინული,ან დახვრეტილი,ან გადასახლებული ხალხის ხარჯზე აშენდა,ინდუსტრიული საბჭოეთი.მაგრამ შემდეგ და შემდეგ,ყველას ჰქონდა რაღაც მინიმალური და გარანტირებული არსებობის საშუალება,თუ საბჭოთა წყობის წინააღმდეგ,აქტიურად არ გამოდიოდი.სწავლაც უფასო იყო და მაშინდელი განათლების დონესთან,ახლა შორიახლოსაც ვერ ვეკარებით.საქართველოს ჰქონდა მრეწველობა და მეცნიერება,რომელიც მსოფლიოს დონეზე იდგა,ზოგჯერ და საკმაოდ ხშირად კი, ავანგარდშიც მიდიოდა.არავინ შიმშილობდა,ხალხს მომავლის იმედი ჰქონდა და მრავლდებოდა.კულტურა და სპორტი,მსოფლიოს დონეზე იყო.ხალხს სულიერი მოთხვნილებები ჰქონდა და პოლიტიკურ განთავისუფლებაზე ოცნებობდა.ქვეყანამ ამასაც მიაღწია,მაგრამ მართვაში მოსულმა ეროვნულმა მოძრაობამ,არ იცოდა ქვეყანა,ახალ რელსებზე როგორ გადაეყვანა და არ ჩქარობდა მართვის სიტემის სასწრაფოდ და გაუაზრებლად შეცვლას.აღარც ხუნტამ დააცადა, უცხოეთის სპეცსამსახურებთან ერთად დაამხეს ხელისუფლება და ქვეყანა არნახული ძარცვის სიბნელეში გადააგდეს.წინა პლანზე გამოვიდა ყოველივე ქვენა და ბოროტი,რომელმაც მთლიანად გაანადგურა ქვეყნის რესურსები.შინაომმა და ნარკოტიკებმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ახალგაზრდობა,დასცა ზნეობა და განათლება.ამის შემდეგ მოსულმა ძალებმა კი გააგრძელეს ეს ხაზი.საბჭოთა კავშირის დროს,არა მხოლოს სსრკში,არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც უგანათლებულესი და წიგნის მკითხველი ერი,ყველაზე გაუნათლებელ ერად გადაიქცა.ასე რომ საბჭოთა კავშირი,ყველაზე ცუდი დროება არ ყოფილა ქართველი ერისათვის(მისი არსებობის ბოლო 25 წელიწადს ვგულისხმობ).მეც რუსეთუმედ არ ჩათვალოთ,მისი დამსახურებაა პირველ რიგში,ჩვენი ასეთი ყოფა,მაგრამ სხვებმაც არაფერი დაგვაკლეს.ყველა თავის მიზნებს ახორციელებს და ქვეყნს მართვაში,მათთვის სასურველ ძალას უჭერს მხარს.ქვეყანაში კი,იმდენი გამყიდველი,ან სულ გაყიდულია,რომ მართლაც ქვეყნისათვის თავდადებული ადამიანებიც კი,მუდმივად ლაფში ჰყავთ ამოსვრილი.
სოსო
23 აპრილი 2020 12:39
3

სიახლეები პოპულარული