
ამ შემთხვევაში საბჭოეთისადმი რუსების ნოსტალგიასთან საქმე ნაკლებად გვაქვს. შეხვედრა 16 აპრილს, ტამპერეში, არენა "ჰაკამეტსაზე" გაიმართა. ეს სასახლე 50 წლის წინ გაიხსნა და მის ყინულზე პირველი მატჩი სწორედ ფინეთისა და სსრკ-ის ნაკრებებს შორის შედგა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, გუნდებმა შეხვედრის პირველი პერიოდი რეტროსვიტერებში ჩაატარეს.
მატჩი ფინეთის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ფორმა აუქციონზე გაიყიდება, მიღებული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.