"შახტარის" პრეზიდენტის ქონება 80%-ით შემცირდა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" პრეზიდენტ რინატ ახმეტოვის ქონება ფინანსური კრიზისის გამო უკანასკნელ 7 წელიწადში 80%-ით შემცირდა.

Bloomberg-ის მონაცემებით, 2013 წელს ახმეტოვი 22.4 მილიარდ დოლარს ფლობდა, ხოლო ამა წლის 23 აპრილის მიხედვით, მისი ქონება 4.35 მილიარდს შეადგენს.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგში უკრაინელი ოლიგარქი 435-ე ადგილზეა.

ახმეტოვი "შახტარის" პრეზიდენტი 1996 წელს გახდა და მას შემდეგ დონბასური გუნდი თორმეტჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ცამეტჯერ მოიგო თასი და უკრაინის ისტორიაში პირველად მოიპოვა უეფას თასი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული