აგუერო: არ მესმის იმ ხალხის, ვინც მესის ნაკრებში თამაშს აკრიტიკებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ განიცდის ლეო სანაკრებო წარუმატებლობას.

"ნებისმიერი გუნდი გირთულებს ცხოვრებას. ძალიან მტკივნეულია, როცა ნაკრები შეხვედრას აგებს. დამარცხების შემდეგ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ.

მე და მესი 2005 წლიდან ერთად ვართ და საერთოდ არ მესმის იმ ხალხის, ვინც მესის ნაკრებში თამაშს აკრიტიკებს.

ის პირველია, ვინც ყველაზე მეტად განიცდის სანაკრებო წარუმატებლობას, თუმცა ეროვნული გუნდიდან მაინც არ მიდის.

მესი იმდენად სწრაფია, რომ რეაქციისათვის დროს არ გიტოვებს. მისი შესწავლა შეუძლებელია", -
აღნიშნა აგუერომ.

მომზადებულია TyC Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკრებში ვერ თამაშობს,ბარსაში პრინციპულ თამაშებში მთხლეა.მოკლედ მაგარი კიტრია ეგ თქვენი მესი.წლების შემდეგ არავის ემახსოვრება იმიტომ რომ გასახსენებელიც არაფერი იქნება,როგორიც უამრავი მოსაგონებელი თამაშები აქვთ პელეს,მარადონას,ზიდანს,კიჭას,კრიშტიანოს და სხვებს.
ოქროს ბურთების ბარიგა
01:34 29-04-2020
5
მესის ნაკრების წარუმატებოლობას ყოველთვის წამოაძახებენ. ალბათ მის ადგილზე უკეთესი იქნებოდა სხვა ჩემპიონატშიც დაემტკიცებინა, რომ ის საუკეთესოა. თუნდაც ისე როგორც ეს კრისტიანომ ინგლიშიც და შემდეგ იტალიაშიც გააკეთა. თითქმის ვერ ვიგონებ ისეთ ვარსკვლავ ფეხბურთელს ვისაც სხვა გუნდში ან სხვა ჩემპიონატში არ უთამაშია. ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ნახვა შეძლებს თუ არა მესი ბარსელონას გარდა სხვაგანაც ასეთივე იყოს. ისეთი გრძნობა მაქვს ბარსა არის მესისთვის და სხვაგან თვითონაც იმიტომ აღარ უნდა გარისკოს წასვლა.
G.LA
12:45 28-04-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული