პორტალმა Besoccer-მა ProFootballDB-თან ერთად 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა და პირველ ადგილზე არგენტინელი ლიონელ მესი დაასახელა.
აღნიშნული რეიტინგის შესაქმნელად გამოიყენეს ELO სისტემა, რომელიც ფეხბურთელის მატჩებზე გავლენის კოეფიციენტს ითვლის. სტატისტიკაში მიიღება გოლები და საგოლე გადაცემები, შეჯიბრებები და მოწინააღმდეგეთა დონე.
პირველ ადგილზე გასულ მესის 100 ქულიდან 100 ჰქონდა. ასეთივე მაჩვენებელი დააფიქსირა პროგრამამ კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაშიც, თუმცა არგენტინელი "იუვეს" ფორვარდს სტატისტიკური მაჩვენებლით სჯობდა. სამეულის ბოლო წევრი კი "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრი გახდა.
10-ეული კი შემდეგი ფეხბურთელებისაგან შედგება:
1. ლიონელ
2. კრიშტიანო რონალდო (100)
3. ტიერი ანრი (98)
4. ლუის სუარესი (97)
5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (97)
6. ჰარი კეინი (97)
7. მოჰამედ სალაჰი (97)
8. ნეიმარი (96)
9. რობერტ ლევანდოვსკი (96)
10. რადამელ ფალკაო (95).