21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მესი ELO სისტემაზე დაყრდნობით დაასახელეს

AutoSharing Option
პორტალმა Besoccer-მა ProFootballDB-თან ერთად 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა და პირველ ადგილზე არგენტინელი ლიონელ მესი დაასახელა.

აღნიშნული რეიტინგის შესაქმნელად გამოიყენეს ELO სისტემა, რომელიც ფეხბურთელის მატჩებზე გავლენის კოეფიციენტს ითვლის. სტატისტიკაში მიიღება გოლები და საგოლე გადაცემები, შეჯიბრებები და მოწინააღმდეგეთა დონე.

პირველ ადგილზე გასულ მესის 100 ქულიდან 100 ჰქონდა. ასეთივე მაჩვენებელი დააფიქსირა პროგრამამ კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაშიც, თუმცა არგენტინელი "იუვეს" ფორვარდს სტატისტიკური მაჩვენებლით სჯობდა. სამეულის ბოლო წევრი კი "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრი გახდა.

10-ეული კი შემდეგი ფეხბურთელებისაგან შედგება:

1. ლიონელ
მესი (100)
2. კრიშტიანო რონალდო (100)
3. ტიერი ანრი (98)
4. ლუის სუარესი (97)
5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (97)
6. ჰარი კეინი (97)
7. მოჰამედ სალაჰი (97)
8. ნეიმარი (96)
9. რობერტ ლევანდოვსკი (96)
10. რადამელ ფალკაო (95).

მკითხველის კომენტარები / 10 /
გენაცვალე მესი! მაგარი ხარ!
m.m.
16:38 28-04-2020
2
ფეხბურთელმა რომელმაც 21 საუკუნეში არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერაფერი მოიგო,კოპა ამერიკაც კი და საუკეთესოდ ასახელებ ძალიამ საეჭვოდ მიმაჩნია.ასევე საეჭვოა შარშანდელი ოქროს ბურთიც.ჩაფლავებული ვარსკვლავებით გადატენილ ბარსას ლიდერს რაში უნდა მისცე ოქროს ბურთი.ბოლო ოთხი წელი სრული კრახი.ეიბარებთან და ალავესებთან გატანილი ბურთებისთვის? აქედანაც ჩანს რომ საფეხბურთო სამყაროში დიდი კორუფციაა,რომელიც წლების შემდეგ გახდება ცნობილი.
ფული ჯოჯოხეთს ანათებს
10:41 30-04-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული