ერლინ ჰოლანმა პსჟ-ის ფეხბურთელების დაცინვას უპასუხა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინ ჰოლანმა პსჟ-ის ფეხბურთელების მხრიდან მისი მისამართით "დადგმულ" პროვოკაციას უპასუხა.

"ვფიქრობ, ისინი ძალიან დამეხმარნენ მედიტაციის უფრო მეტ ადამიანამდე მიტანაში. მედიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ამიტომ ამ საქმეში გაწეული დახმარებისთვის მათი მადლობელი ვარ", - თქვა ახალგაზრდა ფორვარდმა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური საპასუხო მატჩის წინ ჰოლანმა სოციალურ ქსელ Snapchat-ში გამოქვეყნებულ ფოტოს დააწერა - "პარიზი ჩემი ქალაქია და არა თქვენი."

გატანილი გოლის შემდეგ ნეიმარმა მედიტაციის პოზა მიიღო. სწორედ ამ ფორმით აღნიშნავს ხოლმე გოლს ერლინ ჰოლანი, რომელმაც გუნდების პირველ შეხვედრაში დუბლი
შეასრულა.

პსჟ-ის ფეხბურთელებმა მატჩის დამთავრების შემდეგ "კოლექტიურ მედიტაციას" მიმართეს და ფოტოც გადაიღეს. აღნიშნული მოქმედება ბევრმა შეაფასა ნეგატიურად, მათ შორის, ცნობილმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაიკიდე ერლინგ,მასხარა და სიმულანტი ნეიმარისგან რაა საწყენი.მაგაზე დიდ ფეხბურთს ითამაშებ აუცილებლად.
master
16:30 01-05-2020
1
აბა რა ერლინგ, არ მიაქციო ყურადღება.
ედინსონი და კეილორი
14:03 01-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული