ნარკორეალიზატორის შვილი და მაღაზიის გამყიდველი - ვინ იყო კრიშტიანოს გაცნობამდე ჯორჯინია რიდრიგესი

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გამუდმებით სხვადასხვა გოგონას ხვდებოდა, შვილები კი სუროგატმა დედებმა გაუჩინეს. თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როცა მის ცხოვრებაში ჯორჯინია როდრიგესი გამოჩნდა - გოგონამ ფეხბურთელს გოგონა, სახელა ალანა აჩუქა და მისი გულისა და ხელის თხოვნაც დაიმსახურა.

ჯორჯინია კი 1994 წლის 27 იანვარს დაიბადა არგენტინულ-ესპანურ ოჯახში. ის აღმოსავლეთ ესპანეთის პროვინცია უესკას პატარა ქალაქ ხაკაში დაიბადა. მამამისი, ხორხე როდრიგესი არგენტინელია, ზოგიერთი მონაცემით, ფეხბურთელი იყო. The Sun-ის ინფორმაციით კი, ხორხე კოკაინს ყიდდა და ნარკოკონტრაბანდის აღმოჩენის გამო ციხეში 10 წელი გაატარა.

ქმრის ციხეში მოხვედრის გამო, ჯორჯინიას დედა რომში გადავიდა საცხოვრებლად, გოგონა კი იძულებული გახდა დამოუკიდებლად ცხოვრება დაეწყო. მან მუშაობა Gucci-ს მაღაზიაში დაიწყო ტანსაცმლის გამყიდველად და სწორედ იქ გაიცნო კრიშტიანოც.

მოგვიანებით ისინი "დოლჩე და გაბანას" წვეულებაზე შეხვდნენ და ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. როგორც ჯორჯინია ამბობს, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო.

2016 წლის ნოემბერში წყვილი პარიზის დისნეილენდში შენიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანო სახის დაფარვას ძალიან ცდილობდა.

ხოლო 2017 წლის იანვარში რონალდომ ახალი მეგობარი გოგონა უკვე თავად უჩვენა ყველას "ოქროს ბურთის" დაჯილდოების დროს. იმავე წლის ნოემბერში ჯორჯინიამ რონალდოს გოგონა გაუჩინა. სხვათა შორისა, ალანა კრიშტიანოს ერთადერთი შვილია, ვისი დედის შესახებაც ინფორმაცია ცნობილია.

ჯორჯინია შესანიშნავად შეეწყო კრიშტიანოს დედასა და მის შვილებს. ის რეგულარულად ესწრება "იუვენტუსის" თამაშებს, კორონავირუსის პანდემიის დროს კი კრიშტიანოსთან ერთად ფეხბურთელის მშობლიურ სახლში, მადეირაზე გადავიდა. ოჯახი გულშემატკივრებს მუდმივად სთავაზობს თბილ, საშინაო ფოტოებს, ხოლო ჯორჯინია კი თავის გამომწერებს ცხელ-ცხელი ფოტოებით ანებრივრებს ხოლმე.

აღსანიშნავია ერთი რამ, 2019 წლის აპრილში რუსმა მოდელმა ვიქტორია ბონიამ განაცხადა, რომ კრიშტიანოს მოდელ ირინა შეიკთან 5-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ წყვილი დაშორდა. ბონიას განცხადებით, მან ზუსტად იცის, მსგავსი კონტრაქტი რონალდოს ჯორჯინიასთანაც აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, ესპანელმა გოგონამ რუს ირინა შეიკზე მეტი მოახერხა...

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
ნეიმარის დედაზე და მის 22 წლის საყვარელზე კაი ხანია არაფერი დაგიწერიათ და იქნებ მოგვაწოდოთ რა რა ხდება მაგათთან, ვკვდებით ინტერესით.
1
რა საზიზღარი უკანალები აქვს.
დდდდ
21:38 03-05-2020
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული