ხომ არ დაიჩოქებს?! - ნეიმარს "ბარსაში" ისე უნდა, 100 მილიონზეც კი თქვა უარი

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა "ბარსელონაში" გადასვლის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე თქვა უარი.

გამოცემის მიხედვით, ფრანგული კლუბის მფლობელებმა ნეიმართან კონტრაქტის გახანგრძლივება სცადეს და ერთგულების ბონუსის სახით 100 მილიონი ევრო შესთავაზეს, ბრაზილიელმა კი უარი თქვა.

ამას გარდა, 28 წლის ფორვარდი მზად არის ხელფასის განახევრებისთვისაც, ოღონდ კი შეძლოს და "ბლაუგრანაში" დაბრუნდეს.  ნეიმარი 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბარსადან" პსჟ-ში გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
უკვე აღარ ვიცი ნეის მოსვლა დავიჯერო თუ არა? აი ეს არის საკითხავი!
0
სად გარბოდა რომ გარბოდა?
გულშემატკივარი
17:55 04-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული