გაგიჟდით?! 5 მილიონი?! - ანუ როგორ თქვა უარი სიომინმა ნეიმარზე

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" სელექციის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვიქტორ ტიშენკომ გაიხსენა 2007 წელს მომხდარი ამბავი, როცა კლუბმა ბრაზილიელი ნეიმარის ტრანსფერში 5 მილიონის გადახდა არ მოინდომა.

"ბრაზილიაში "ლოკოს" კიდევ ერთ სელექციონერთან ერთად ვიყავი. შტატის ჩემპიონატი მიდიოდა, შემდეგ კი კარნავალი დაიწყო. "სანტოსში" რაღაც მოხდა, მგონი, ძირითადი გუნდის ფეხბურთელები კარნავალზე წასვლას აპირებდნენ და გაუშვეს თუ რაღაც მსგავსი. მოკლედ, კონფლიქტი იყო.

მთავარ მწვრთნელს მოედანზე ახალგაზრდების გამოყვანა მოუხდა. 16-18 წლის ბიჭები თამაშობდნენ. მოედანზე ამ ასაკის 8-9 ფეხბურთელი იყო. მათ შორის ნეიმარი, განსო, დანილო, ალექს სანდრო იყვნენ.

ნეიმარი
მაშინვე ამოვიღეთ სამიზნეში. თავიდან მის სანაცვლოდ "სანტოსი" 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. ჩამოვფრინდი მოსკოვში და ამის შესახებ სიომინს ვუამბე. მან კი მითხრა: "გაგიჟდი? 16 წლის ბიჭის სანაცვლოდ 5 მილიონი?!"

2 თვის შემდეგ, როცა ისევ აღმოვჩნდი ბრაზილიაში, ნეიმართან "სანტოსს" პროფესიონალური კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და მისი ფასი უკვე 15 მილიონი იყო. შემდეგ კი წავიდა და წავიდა", - განაცხადა ტიშენკომ.


მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ სიომინს! მაგრად გაუმართლა ნეიმარს მაშინ, რუსეთში ნეიმარი ვერ გახდებოდა ნეიმარი.
G.LA
21:27 29-04-2020
1
კიდევ კარგი,თორემ რუსეთში,სულ ნაწილ ნაწილ დაშლიდნენ და აჩეხავდნენ.დღეს უკვე ინვალიდი იქნებოდა.
სოსო
18:35 29-04-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული