ბრუნო ფერნანდეში: ვერ გამიგია, ინიესტას "ოქროს ბურთი" რატომ არ აქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის, ანდრეს ინიესტას შესახებ ისაუბრა.

"ინიესტა იყო ის, ვისი თამაშისთვის თვალის მიდევნება მიყვარდა. ინიესტა 8 და 10 ნომრების ნარევი იყო. ეს ის პოზიციაა, რომელზეც ყველაზე კარგად შემიძლია თამაში.

ანდრესი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ბურთის დაჭერა და გარისკვა უყვარს. მიმაჩნია, რომ ინიესტა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ძალიან მიკვირს, რომ მან კარიერა "ოქროს ბურთის" გარეშე დაასრულა. ძალიან რთულია ამის გაგება, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ტიტულის მოგება მოახერხა", - თქვა ბრუნო ფერნანდეშმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
2010 ზე კიდე შეიძლება კამათი მარა 2012? ის საოცარი ევრო და საკლუბო დონეზე გუნდის ლიდერობა ყველა თამაშში. გენია იყო ეს კაცი, ოქროს ბურთი იმიტო მიმაჩნია სამარცხვინო ჯილდოდ რო ამ კაცს არ მოუგია. არადა 2012 ში ვინც დღეს ოქროს იძლევა, ფრანს ფუტბოლის ყველა ჟურრნალისტმა მისცა ხმა ინის. მარა მაშინ ეგ მარტო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იყო საკმარისი რაც მოიგო კიდეც. მარა ოქროში ანგოლას და ტრინიდადის ნაკრებებეის მწვრთნელ-კაპიტნებმა არც იცოდნნენ ვინ იყო ეს კაცი რადგან საკუთარი თავის პიარში 1 ცენტიც არ დაუხარჯავს არასდროს, განსხვავებით მესისგან რონალდოსგან ზიდანისგან და ბევრი სხვისგან. არც აგენტი ყოლია მაგარი (არც დაჭირვებია) და არც ეგოისტი ყოფილა 1 % ითაც კი. ეგ ოქრო ისევე მკიდია როგორც დონს ეკიდა. ჩემთვის ის მაინც საუკეთესოა. ყველაზე დიდი სიამოვნება ამ კაცისგან მივიღე. ზიზუს მერე აღარ მეგონა თუ რამე გამაოცებდა. ელეგანტურობის, ინტელექტის, კაცობის მაგალითი
gagla
03:03 08-05-2020
0
როგორც მინიმუმ, 2010-ში ეკუთვნოდა, მაგრამ მესიმანიამ გადასძლია საღ აზრს.
makushita
21:55 05-05-2020
1

სიახლეები პოპულარული