ბრუნო ფერნანდეში: ვერ გამიგია, ინიესტას "ოქროს ბურთი" რატომ არ აქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის, ანდრეს ინიესტას შესახებ ისაუბრა.

"ინიესტა იყო ის, ვისი თამაშისთვის თვალის მიდევნება მიყვარდა. ინიესტა 8 და 10 ნომრების ნარევი იყო. ეს ის პოზიციაა, რომელზეც ყველაზე კარგად შემიძლია თამაში.

ანდრესი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ბურთის დაჭერა და გარისკვა უყვარს. მიმაჩნია, რომ ინიესტა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ძალიან მიკვირს, რომ მან კარიერა "ოქროს ბურთის" გარეშე დაასრულა. ძალიან რთულია ამის გაგება, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ტიტულის მოგება მოახერხა", - თქვა ბრუნო ფერნანდეშმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ასპროცენტიანი შეფასება და ლოგიკური შეკითხვა.მართლაც 8და 10 ნომრების ნაზავი, თავის პოზიციაზე ბოლო პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელი, ლეგენდარული ანდრეს ინიესტა!
: )))))))
15:44 04-05-2020
1
ინიესტას იმპერიოდში მოუწია ფეხბურთის თამაში,როცა ორი ბრწყინვალე თავდამსხმელი ,მესი და რონალდო,ფორმის პიკში იყვნენ.ცოტა ადრეც თამაშობდა,მაგრამ მაშინ თვითონ არ იყო ჯერ მომწიფებული ბოლომდე.თავდამსხმელი თამაში ყოველთვის უფრო მეტად ფასობდა,თან მის გვერდით,მასაზე არა ნაკლები ხავიც თამაშობდა.ვინც ტირულების მიხედვით შეაფაებს ფეხბურთელს,შეიძლება სხავანაირად შეხედოს,მაგრამ ვისაც მისი თამაში უნახავს,ზუსტად ისევე,როგორც ხავის თამაში,დამეთანხმება,რომ ისინი ჯამურად იმსახურებდნენ სულ ცოტა 2-2 ოქროს ბურთს მაინც.მათი არ ქონით, ჩემ თვალში,გრამიც კი არ აკლდებათ არც ხავის და არც ინიესტას.უფრო პირიქით.ხავი, ინიესტა, მესი.ეს ხომ ზღაპარი იყო.მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი,გამთამაშებელი, ერთ გუნდში,ერთ სათამაშო რგოლში....ეს კიდევ გამეორდება?არა მგონია.
სოსო
12:15 05-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული