"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა სერხიო აგუერომ 5 საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი დაასახელა და მათ შორის არ მოიხსენია თავისი ყოფილი სიმამრი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა.
მარადონა ის ფეხბურთელია, რომელმაც არგენტინელთა ნაკრების მიერ მსოფლიო თასის მეორედ მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა 1986 წელს.
აგუეროს საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება: ხერმან ბურგოსი, ოსკარ რუჯერი, ლიონელ მესი, კარლოს ტევესი და ხუან რომან რიკელმე.
მოგეხსენებათ, აგუერო მარადონას ქალიშვილზე იყო დაქორწინებული და წყვილს 2009 წელს ვაჟიც შეეძინათ. ბიჭუნას ნათლია კი ლიონელ მესი გახლავთ. დაშორების შემდეგ ბავშვი საცხოვრებლად
დედასთან დარჩა.
მომზადებულია TyC Sports-ის მიხედვით
ტევესი და რიკელმე კი არა ბარეღამ შენი უბნელი ძმაკაცები შეგეყვანა ხუთეულში :))