"რეალის" თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა მარჯვენა ტერფი მოიტეხა. ამის შესახებ მადრიდული კლუბი იტყობინება.
ჯერ უცნობია რამდენი ხანი გაუცდება სერბ ფორვარდს, რომელიც ესპანეთში ორშაბათს დაბრუნდა.
იოვიჩი კორონავირუსის გამო სამშობლოში გაემგზავრა და კარანტინის დარღვევისათვის პოლიციამ დააკავა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ან სოლიდური თანხით დაჯარიმება ემუქრებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, სასჯელს გადაურჩა.
ამ სეზონში 22 წლის იოვიჩმა ლა ლიგას 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.