ეს ამბავი 7 მაისს მოხდა: Jutarnji List-ის ცნობით, ხორვატიის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ოგნენ ვუკოევიჩი სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა, მეუღლეს, ანდრეა ჩუპორს (წარსულში ცნობილი მოდელი იყო) ეჩხუბა, მას, ცოლისდას და სიდერს კი მოკვლით დაემუქრა.
ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა პოლიციაში დარეკა და 36 წლის ვუკოევიჩი განყოფილებაში წაიყვანეს, ხოლო სახლში ჩხრეკა ჩაატარეს - სამართალდამცავები ცეცხლსასროლ იარაღს ამაოდ ეძებდნენ.
პოლიციამ ოგნენის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და პროკურატურამ შეიძლება აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს.
პოლიციამ ოგნენის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და პროკურატურამ შეიძლება აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს.
ვუკოევიჩი
ნახევარმცველი იყო, "ლიერსში", ზაგრების "დინამოში", კიევის "დინამოში", მოსკოვის "სპარტაკსა" და "აუსტრიაში" თამაშობდა, 2017 წელს კიევის "დინამოში" სკაუტად მუშაობდა, ხოლო 2019 წელს ხორვატიის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს.
გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის მიმართ გაკეთებული პოლიტიკური განცხადების გამო ის ხორვატიის ნაკრების დელეგაციიდან გამოიყვანეს.