ვენგერი: მესისა და რონალდოს ეპოქა დასასრულს უახლოვდება

AutoSharing Option
"არსენალის" ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი თვლის, რომ თავდამსხმელების - ლეო მესის (ბარსელონა) და რონალდოს (იუვენტუსი) კარიერა დასარულს უახლოვდება.

"ჩვენ მესის და რონალდოს მსგავსი ფეხბურთელები არასოდეს არ გვინახავს, მათ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მათი ეპოქა სრულდება.

ახლა შემდეგ თაობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და აქ პირველ პლანზე გამოსვლა პსჟ-ის ფეხბურთელებს შეუძლიათ. ამ მომენტში ლიდერობა მბაპეს ძალუძს და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ნეიმარი", - განაცხადა ვენგერმა.

მესიმ 6 "ოქროს ბურთი" მოიპოვა, რონალდომ 5, უკანასკნელ 12 წელიწადში მათ გარდა ამ
საპატიო ჯილდოს მხოლოდ "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გოჩა და თერჯოლელო გადაკოცნეთ ერთმანეთი, აღარ იკამათოთ
ALONZO
11 მაისი 2020 19:00
1
არსენს არ უთქვია დასრულდაო,დასასრულს უახლოვდებაო,მე მგონი გასაგებ ენაზე თქვა.
თერჯოლელი
10 მაისი 2020 14:48
1
თერჯოლელო, მე მარტო არსენ ვენგერის კომენტარზე კი არ გავამახვილე ყურადღება, არამედ ადრე გაკეთებულ კომენტარებს უფრო გავუსვი ხაზი, როდესაც მოდრიჩმა "ოქ. ბურთი" აიღო მაშინ ატყდნენ ზოგიერთები,რომ ნახეთ უკვე დასრულდა მესის და როლანდოს ეპოქაო და იყო ერთი გნიასი, მაგრამ მესიმ კარგად დაანახა სუყველას თუ როგორ "დამთავრდა" მაგათი ეპოქა. მეც და სუყველამ სამწუხაროდ ვიცით, რომ ამ ადრე თუ გვიან ყველაფერი მივა, ლოგიკურ დასასრულამდე, რომელიც პირადად მე ნამდვილად არ მინდა!
თერჯოლელს, მე მგონი გასაგებ ენაზე ვთქვი სათქმელი. გოჩა
10 მაისი 2020 18:06
0
არსენ! რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან გამოქლიავდა! სულ ასე იძახით ეპოქა დასრულდაო, მაგრამ დასრულდა კი? მესიმ ამ "დასრულებების ეპოქაშიც" ქეც კი მიიღო 6-ეე ოქროს ბურთი, საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულებიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როლანდოც უმაღლეს დონეზე თამაშობს. ამ ორი მონსტრის ეპოქა მაშინ დასრულდება, როცა ბუცებს ჩამოკიდებენ ლურსმანზე!
გოჩა
10 მაისი 2020 10:26
1

სიახლეები პოპულარული