არგენტინის პრეზიდენტი: მესის ფანებთან ბოდიში, ის საუკეთესო არაა

AutoSharing Option
არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ქვეყნის ორი ლეგენდარული ფეხბურთელი შეადარა და ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას შორის საუკეთესო დაასახელა.

"ყოველთვის დავობენ იმის შესახებ, თუ რომელია უკეთესი, მესი თუ მარადონა. ჩემი აზრით, ეს არასამართლიანი დავაა, რადგან მათი სახით ჩვენ ფეხბურთის თამაშის ორ განსხვავებულ სტილს ვადარებთ.

ადრე გუნდში ლიდერის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მარადონას კი სრულად ყველაფერი ჰქონდა, მას გააჩნდა საკმარისი ძალა, შესაძლებლობები, ის ნამდვილი ბოსი იყო.

მინახავს, როგორ აკეთებდა დაუჯერებელ რამეებს. მესის ფანებთან ბოდიში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ფეხბურთი ძველისაგან განსხვავებულია,
ადრე სულ სხვა სპორტს თამაშობდნენ. ცალსახაა, მარადონა საუკეთესო ფეხბურთელი ვინც კი ოდესმე მინახავს,"- განაცხადა ფერნანდესმა.

მომზადებულია TNT Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
მესი შე მაგარო! რა დღეში აგდებ ამ ხალხს? არ გეცოდებიან? ხომ ხედავ დღე არ გავა, შენ არ გახსენონ. ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია, რომ როცა პიროვნება თავის საქმეში ძლიერია, მას ყოველთვის გამუდმევით ახსენებენ იმიტომ, რომ პოტენციალურ მეტოქედ აღიქვამენ, აი აქედან მოდის ამ ხალხის აგრესიაც.
ვახო
19:52 11-05-2020
6
მარადონა და მესი ორ სხვადასხვა სტილს (იქნებ თარგმანია არასწორი) თუ თამაშობდა აქამდე არ ვიცოდი.მესის თამაშის ხარისხი გაცილებით მაღალია ვიდრე მარადონასი.არგენტინის პრეზიდენტის და ზოგადად ყველა არგენტინელის კარგად მესმის და ალბათ მათ ადგილზე მეც ასეთი განწყობა მექნებოდა მარადონამ მსოფლიო თასი ხომ მეორედ ჩაიტანა სამშობლოში.
sake
15:57 11-05-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული