არგენტინის პრეზიდენტი: მესის ფანებთან ბოდიში, ის საუკეთესო არაა

AutoSharing Option
არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ქვეყნის ორი ლეგენდარული ფეხბურთელი შეადარა და ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას შორის საუკეთესო დაასახელა.

"ყოველთვის დავობენ იმის შესახებ, თუ რომელია უკეთესი, მესი თუ მარადონა. ჩემი აზრით, ეს არასამართლიანი დავაა, რადგან მათი სახით ჩვენ ფეხბურთის თამაშის ორ განსხვავებულ სტილს ვადარებთ.

ადრე გუნდში ლიდერის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მარადონას კი სრულად ყველაფერი ჰქონდა, მას გააჩნდა საკმარისი ძალა, შესაძლებლობები, ის ნამდვილი ბოსი იყო.

მინახავს, როგორ აკეთებდა დაუჯერებელ რამეებს. მესის ფანებთან ბოდიში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ფეხბურთი ძველისაგან განსხვავებულია,
ადრე სულ სხვა სპორტს თამაშობდნენ. ცალსახაა, მარადონა საუკეთესო ფეხბურთელი ვინც კი ოდესმე მინახავს,"- განაცხადა ფერნანდესმა.

მომზადებულია TNT Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
მარადონა თვითონ იყო ლიდერი მარტოს შეეძლო თამაშების მოგება,მესის კი ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებული მთელი გუნდი ჭირდება წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერა დებს.
მთელი არგენტინა ამ აზრზეა
19:44 10-05-2020
12
ფაქტია სახეზეა, რომ მარადონას ისეთი ვარსკვლავები გვედში არასოდეს არ ყოლია როგორც მესის. ვფიქრობ სხვა გუნდშიც უნდა გადასულიყო მესი თავის კარიერის მანძილზე, რომ დაემტკიცებინა თავისი სიდიადე. ვრავინ ვერ დამისახელებს ვარსკვლავს ვინც მხოლოდ ერთ გუნდში თამაშობდა, გარდა მესის. ეს მას არ განადიდებს სულ მცირე. გვარდიოლა იმიტომ არის ასე განდიდებული, რომ ბარსას შემდეგ გერმანიაშიც და ინგისშიც მოიგო ჩემპიონობა. დარწმუნებული ვარ კატოლონიერს უფრო მეტადაც უყვარს ბარსა და ნუ დამიწყებთ მესისტები ერთგულებაზე ლაპარაკს. მესი მეც ძალიან მომწონ და ბევრ გულშემატკივარსაც, მაგრამ მის კარიერა ვთვლი არ იქნება სრულყოფილი მის დამთავრების შემდეგ. ვერ არის ისეთი ლიდერი რომ ყველგან ელიდერა და ამიტომაც ვერ გარისკა ბარსადან სადმე გადასვლა, თუნდაც იგივე პრემიერ ლიგაში. მესი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მასზე უნდა იყოს გუნდი აწყობილი. ის ყველა გუნდში ასეთი დიდებული ვერ იქნება და ეს არგეტინის ნაკრებშიც ვნახეთ, სადაც დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად მან კოპაც ვერ მოიგო.ამიტომაც ის ვერასოდეს ახლოც ვერ მივა მარადონასთან.
G.LA
10:02 11-05-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული