არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ქვეყნის ორი ლეგენდარული ფეხბურთელი შეადარა და ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას შორის საუკეთესო დაასახელა.
"ყოველთვის დავობენ იმის შესახებ, თუ რომელია უკეთესი, მესი თუ მარადონა. ჩემი აზრით, ეს არასამართლიანი დავაა, რადგან მათი სახით ჩვენ ფეხბურთის თამაშის ორ განსხვავებულ სტილს ვადარებთ.
ადრე გუნდში ლიდერის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მარადონას კი სრულად ყველაფერი ჰქონდა, მას გააჩნდა საკმარისი ძალა, შესაძლებლობები, ის ნამდვილი ბოსი იყო.
მინახავს, როგორ აკეთებდა დაუჯერებელ რამეებს. მესის ფანებთან ბოდიში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ფეხბურთი ძველისაგან განსხვავებულია,
ადრე სულ სხვა სპორტს თამაშობდნენ. ცალსახაა, მარადონა საუკეთესო ფეხბურთელი ვინც კი ოდესმე მინახავს,"- განაცხადა ფერნანდესმა.
მომზადებულია TNT Sports-ის მიხედვით