სიომინს ორ დღეში მოხსნიან - მან არაფერი იცის

AutoSharing Option
კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა განაცხადა, რომ მწვრთნელი იური სიომინი ორ დღეში დატოვებს მოსკოვის "ლოკომოტივს".

"უახლოეს ორ დღეში (14-15 მაისს) "ლოკომოტივი" გუნდიდან იური სიომინის წასვლას გამოაცხადებს.

მას კონტრაქტს არ გაუგრძელებენ და სეზონის განახლების შემთხვევაში გუნდს ჩემპიონატის დარჩენილ 8 ტურში არ უხელმძღვანელებს.

ამ დღეებში გამოაცხადებენ მწვრთნელად მარკო ნიკოლიჩის დანიშვნას. ყველა საკითხი კლუბის დირექტორთა საბჭოსთან და რკინიგზის სამმართველოსთანაა შეთანხმებული.

კლუბის ხელმძღვანელობამ უახლოეს დღეებში ასევე ფართო კომენტარი უნდა გააკეთოს და ახსნას, რატომ მიდის გუნდიდან სიომინი და რატომ შეცვლის მას ნიკოლიჩი", - წერს არუსტამიანი სოციალურ ქსელში.

73 წლის სიომინს "ლოკოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სამჯერ გახდა ჩემპიონი და ექვსჯერ თასის მფლობელი.

თავად სიომინმა თქვა, რომ არაფერი იცის და ამის შესახებ კითხვა ხელმძღვანელობას უნდა დაუსვან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული