მოსკოვის "ლოკომოტივმა" ოფიციალურად გამოაცხადა გუნდის მწვრთნელ იური სიომინთან თანამშრომლობის შეწყვეტა. მის პოსტს 40 წლის სერბი მარკო ნიკოლიჩი დაიკავებს.
ნიკოლიჩი მუშაობას პირველი ივნისიდან შეუდგება. მას 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და სეზონურ გასამრჯელოდ 1.2 მილიონი ევრო დაუნიშნეს.
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, "ლოკომ" სამუშაოდან დათხოვნილ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. აგრეთვე აღნიშნა, რომ სამუდამოდ დარჩება გულშემატკივართა გულებში.
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, "ლოკომ" სამუშაოდან დათხოვნილ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. აგრეთვე აღნიშნა, რომ სამუდამოდ დარჩება გულშემატკივართა გულებში.
"სამუდამოდ გულშემატკივართა გულებში დარჩენილ" სიომინს კლუბის სტრუქტურაში მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი უთხრა.
ნიკოლიჩი ადრე "რადში", "ვოევოდინაში", "პარტიზანში", სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებში და უნგრეთის "ფეჰერვარში"
მუშაობდა, რომელიც 2018 წელს ჩემპიონი გახდა.