იბრაჰიმოვიჩს უძვირფასესი ავტომობილით გასეირნებისათვის დააჯარიმებენ

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, კორონავირუსის გამო სტოკჰოლმში მყოფმა "მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიაში დაბრუნებამდე თავისი უძვირფასესი Ferrari Monza SP2-ით გაისეირნა.

ასეთი ავტომობილი მხოლოდ 500 ცალია გამოშვებული, მისი ღირებულება დაახლოებით 1.6 მილიონი ევროა და იბრამ საკუთარ თავს დაბადების დღეზე აჩუქა.
პრობლემა ისაა, რომ 38 წლის ფეხბურთელს ამ მანქანის მართვის უფლება არა აქვს, რამეთუ ლიცენზიის ვადა 30 მარტს დაუსრულდა. იბრას კანონით მხოლოდ საგზაო პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მისვლის უფლება ჰქონდა.

ამიტომ მას 1 200-2 000 შვედური კრონით (113-190 ევრო) დააჯარიმებენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კაცი შვედეთში დაიბადა, ყველა წარმატებულ ქვეყანაში ითამაშა, გასართობათ ლას-ვეგასში დაფრინავს და ცოტა უხერხული ხომ არაა უნახავი უწოდო იბრას? შეშლი კაი კაცი და კაი ფეხბურთელია იბრა. პანდემაც კიდია და გულაობს.
G.LA
14 მაისი 2020 22:46
2
ეეე, აბა შენა ხარ რა? იბრას როგორც ფეხბურთელს შევეხე? საერთოდაც ერთი თავში ავარდნილი ხეპრეა.
?
15 მაისი 2020 11:24
2
ამ ფეხბურთელების მანქანებით მარაჟიორობას, იცით რა ქვია? უნახავებმმა რა ნახესო... ბოლოს როგორც მთავრდება მიხვდებით. მანქანებით ვეღარ ძღებიან ეს გოიმები.
?
14 მაისი 2020 20:58
24
მოიცა, თუ ძმა ხარ რა? გაბოროტება რა შუაშია, ბოდიში და სულ ცალ ფეხებზე მკიდია ამათი მანქანები. უბრალოდ მანქანებში, რომ ჩაჯდებიან და სიფათებს იჭერენ "მე ვარ ყველაფერიო, სადაც მინდა წესებსაც დავარღვევო" აი ეგ არ მომწონს, რა არის აქ მიუღებელი? ვენები, რომ გადაიჭერით? ასე ნორმალური ფსიქიკის ადამიანები არ იქცევიან, ამას აკეთებენ ზუსტადაც უნახავები, სიღარიბიდან გამოძვრებიან და უცებ სიმდიდრეში, რომ აღმოჩნდებიან, გონიათ ყველაფრის უფლება აქვთ.
Baggio-ს ?
15 მაისი 2020 11:17
1
რამ გაგაბოროტა
Baggio
15 მაისი 2020 01:41
1
200 ევრო არ ექნება ამას ძალიან ცუდი ფაქტია :((((((((((
!!!!!!!
14 მაისი 2020 20:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული