
"ლოს ანჟელეს გალაქსის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინსტაგრამზე ახალი ავტომობილით დაიტრაბახა.
38 წლის იბრაჰიმოვიჩმა თავისი ახალი ავტომობილის სურათი გამოაქვეყნა და ზედ წარწერაც დაურთო:"დაბადების დღეს გილოცავ, ზლატან".
"სანის" ცნობით, მან Ferrari Monza SP2 ხუთშაბათს 1.57 მილიონ ევროდ შეიძინა.
ამ მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ია, 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის 2.9 წამი სჭირდება და მთელს მსოფლიოში მხოლოდ 498 ცალია გამოშვებული.