"სანის" ცნობით, კორონავირუსის გამო სტოკჰოლმში მყოფმა "მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიაში დაბრუნებამდე თავისი უძვირფასესი Ferrari Monza SP2-ით გაისეირნა.
ასეთი ავტომობილი მხოლოდ 500 ცალია გამოშვებული, მისი ღირებულება დაახლოებით 1.6 მილიონი ევროა და იბრამ საკუთარ თავს დაბადების დღეზე აჩუქა.
პრობლემა ისაა, რომ 38 წლის ფეხბურთელს ამ მანქანის მართვის უფლება არა აქვს, რამეთუ ლიცენზიის ვადა 30 მარტს დაუსრულდა. იბრას კანონით მხოლოდ საგზაო პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მისვლის უფლება ჰქონდა. ამიტომ მას 1 200-2 000 შვედური კრონით (113-190 ევრო) დააჯარიმებენ.