კიევის "დინამოს" ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა.
წიტაიშვილმა კიდევ ერთხელ დაიჩივლა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შესაძლებლობას არ აძლევენ.
"განა ისინი, რომლებმაც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგეს, ბევრს თამაშობენ? თითქოს ეს მიღწევა კი არა, არამედ პირიქით იყო - უკანასკნელი ადგილი დავიკავეთ. არავინ უყურებს, რომ ხალხმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
უკვე ვხუმრობდი, რომ კიდევ რა უნდა მოვიგოთ, რათა შანსი მაინც მოგვცენ. მარსის ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ? ისეთი გრძნობა იყო, რომ გაიმარჯვე და ხალხი ხელით გატარებს. მოდიხარ კლუბში, აქ კი არაფერი შეცვლილა", -
ციტირებს წიტაიშვილს ua-football.com-ი.