საქართველოთი იმედგაცრუებული დავრჩი, ულამაზესი ქვეყანაა, მაგრამ... - უკრაინის მოქალაქე ბოხაშვილი

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" აღზრდილმა ფორვარდმა ევგენი ბოხაშვილმა football24.ua-სთან საუბარში გაიხსენა ისტორია, რომელიც ლატვიურ "რიგაში" ვერგანხორციელებულ ტრანსფერს ეხებოდა და ასევე, საქართველოში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"რუხში" არც ისე კარგ პერიოდში გადავედი და ამიტომ, ლატვიაში წასვლა გადავწყვიტე, თუმცა იქ ძალიან არ გამიმართლა.

საფეხბურთო კლუბ "რიგაში" გავიარე სინჯები და მითხრეს, რომ გუნდში ამიყვანდნენ, კონტრაქტს გამიფორმებდნენ, თუმცა ისეთ რამეს შევეჯახე, რაც ფეხბურთელზე დამოკიდებული არაა.

როგორც აღმოჩნდა, კლუბის პრეზიდენტი არც ისე კეთილგანწყობილია უკრაინელების მიმართ, ის კი ფიქრობდა, რომ ქართველი ვიყავი, გვარად ხომ ბოხაშვილი ვარ.

სინჯების გავლის შემდეგ
ხელშეკრულების გაფორმებას ველოდი, როცა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ კლუბმა უკან დაიხია. ვერ ვხვდებოდი, რატომ მოხდა ასე. ამხანაგურ შეხვედრებში კარგად ვითამაშე, მწვრთნელმაც მითხრა, რომ მისი მოთხოვნები დავაკმაყოფილე.

შეკრება დუბაიში უნდა გაგვევლო და პასპორტიც კი გამომართვეს ვიზის გასაკეთებლად, თუმცა ბოლო მომენტში "გადამაგდეს". ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. იქ ტრავმის მერე წავედი და ასეთი ამბავი შემემთხვა.

დიახ, გარკვეული დრო ქუთაისის "ტორპედოშიც" გავატარე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ საქართველოთი იმედგაცრუებული დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით მეც ქართველი ვარ. დიახ, ეს ჩემი სამშობლოა, თუმცა იქ ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა მთლად კარგი ვარიანტი არაა.

ქვეყანა ულამაზესია და მეგობრული ხალხი ცხოვრობს, უგემრიელესი საჭმელებია. იქ ყველა მიყვარს და პატივს ვცემ, თუმცა ფეხბურთი საქართველოში ნამდვილად ვერ ვითარდება.

საქართველოში თუ გადაწყვეტ სათამაშოდ წასვლას, ეს მხოლოდ თბილისის "დინამოში" შეიძლება, მათ ძალიან კარგი საკუთარი ბაზა აქვთ. დანარჩენ გუნდებზე კი რა გითხრათ... მაგალითად, "საბურთალო" ჩემპიონი იყო და ვარჯიშები ხან ერთ, ხან მეორე ადგილას ჰქონდათ", - განაცხადა ბოხაშვილმა.

"რიგას" მფლობელი რუსი ბიზნესმენი სერგეი ლომაკინი გახლავთ, ხოლო ევგენი ბოხაშვილი ამჟამად ინდონეზიის ჩემპიონატში გამოდის და არც ისე ცუდად. ის უმაღლესი ლიგის "პსს სლემანის" წევრია და წინა სეზონში 16 გოლი გაიტანა.



მკითხველის კომენტარები / 17 /
მართალია ეგ კაცი. არ ვითარდება აქ ფეხბურთი.
ნიკა
15 მაისი 2020 19:19
4
100%! უკეთესად ვერ იტყვი, როგორც ამ ბიჭმა თქვა. ქვეყანა და ხალხი მშვენიერი, მაგრამ ფეხბურთის თამაში თუ გინდა, საქართველოში რა გესაქმებაო?
joi zaza
15 მაისი 2020 21:09
1
rogor araa aba kitxe chven profesorebs ra ginda ucxoetshi unda iko ak!!!!)))))))
!!!!!!!
15 მაისი 2020 19:07
2
ყველაზე უსუსური მთავრობა რომელსაც აღიარებინეს რომ პოლიტ პატიმრები ყავს,დასავლეთის ზეწოლით ყველაფერს თავისი ადგილი მიემჩნევა,რამოდენიმე მილიონი ტომელსაც ფიფა და უეფა გამოყიფს საქართველოსთვის ეს ფული ილექება ჯიბეებში,ხალხი ვინც ფეხბურთში დასაქნებულია 6-7-თვის ხელფასები არა აქვთ აღებული,ფედერაციას მიმართეს მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას რეაქცია ნული,კლუბების ხემძღვანელობას არ თხოვენ არაფერს იმიტომ რომ ფული იყოფა და ჯიბეებში ილექება,
დღეს დიქტატურაა საქართველოში
15 მაისი 2020 22:04
19
პოლიტ პატიმრები არვიცი და ვერ ვხვდები აქ რა მოსაყვანია მაგრამ ფედერაცია რომ მაქინატორობს ფაქტია,გეტყვით პირდაპირ ვიცნობ ხალხს რომლებსაც მართლა თვეობით აქვთ ასაღები ფული ნაშრომი და ფედერაცია ამაზე რეაგირების გარეშეა,იყო შემთხვევაც უდიერი საუბრის ფედერაციის მხრიდან ნაცვლად იმისა რომ დასაჯოს ის გუნდები,მაგრამ მზადება განცხადება რომელსაც მიიღებს ფიფა და უეფა რომ ფედერაცია არაფერს არ ცდილობს რომ ნაშრომი მიიღოს ხალხმა,ამავე დროს ეს ყველაფერი მიეწოდება არასამთავრობოებსაც
l.j
15 მაისი 2020 22:34
1
ფედერაციის საქმიანობა დღეს სამარცხვინოა და გადასულია შოვნაზე რაც შეიძლება მეტის,მაძღარი მუჯირი ნახეთ რა ხელფასი და პრემიალური აქვს,ამ დროს ზოგიერთ ფეხბურთელს და გუნდებში დასაქმებულ ხალს თვეობით არა აქვთ ფული აღებული
lordi
16 მაისი 2020 04:48
1
ვინ ბოხაშვილი,რა ბოხაშვილი,ტიპს Თვითონ ვერ გაუგია ვინ არის და რა უნდა და Თქვენ მაგის ინტერვიუს აქვეყნებთ.მაგას ჯობია საერთოდ არაფერი არ დაწეროთ Თუ..........
კახა ქ.
16 მაისი 2020 14:00
12
ფეხბურთში ამაზე უფრო საინტერესო სტატიას რომ ვერ იპოვით დასაწერად, ქუდი უნდა დაიხურო შვილო და წახვიდე სახლში.
გენა
16 მაისი 2020 13:52
1
რატომ არა აქვს რეაქცია ფედერაციას იმ თანამშრომლებზე რომლებმაც განცხადებით მიმართეს რომ თვეებია უკვე ხელფასი არა აქვთ აღებული ე-ლიგა ორის გუნდებზეა საუბარი,ასევე ფეხბურთელებსაც, უახლოეს დროში ფედერაციის მხილებაც მოხდება,მუჯირი კობიაშვილი ჭუმბურიძე უნდა ნაცოთ მაგათი ხელფასები პრემია და დანამატები,ამ დროს რეაქცია არა აქვთ ადამიანებზე ვისაც მიზერული ანაზღაურება აქვთ და ისით თვეობით არა აქვთ აღებული
აკადემია
16 მაისი 2020 11:11
1
კობიაშვილ-მუჯირი ფულის კეთებაზე არიან გადასულები და ჯერ ფეხბურთისთვის ვერ მოიცალეს.
888
16 მაისი 2020 10:16
1
თუ გვინდა დონემ აიწიოს ელიგაში პირველ რიგში ინფრასტრუქტურას უნდა მივხედოთ გუნდებს საკუთარი ბაზა რომ ჰქონდეთ და ნორმალური სტადიონი ამის შემდეგ 2 კამერით რომ იღებენ თამაშებს და რო ჭედავს და საზიზღობა გადაღება როა ეგ უნდა გამოვასწოროთ თამაშები საღამოს უნდა იყოს განათებაზე და არა დილას 1-2საათზე რამე ივენთებიც ამის შემდეგ ხალხიც დაინტერესდება და დონეც ნელნელა აიწევს ბათუმის სტადიონი რომ გაიხსნება დარწმუნებული ვარ გაივსება და ყოველთვის 10კ დასწრება მინიმუმ იქნება ქუთაისშიც რომ აშენდეს თანამედროვე სტადიონი უფრო დაინტერესდება ხალხი იქაც ოვლიან რუსთავშიც და დიდ ქალაქებშიც საჭიროა ნორმალირი სტადიონი
KA
16 მაისი 2020 15:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული