საქართველოთი იმედგაცრუებული დავრჩი, ულამაზესი ქვეყანაა, მაგრამ... - უკრაინის მოქალაქე ბოხაშვილი

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" აღზრდილმა ფორვარდმა ევგენი ბოხაშვილმა football24.ua-სთან საუბარში გაიხსენა ისტორია, რომელიც ლატვიურ "რიგაში" ვერგანხორციელებულ ტრანსფერს ეხებოდა და ასევე, საქართველოში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"რუხში" არც ისე კარგ პერიოდში გადავედი და ამიტომ, ლატვიაში წასვლა გადავწყვიტე, თუმცა იქ ძალიან არ გამიმართლა.

საფეხბურთო კლუბ "რიგაში" გავიარე სინჯები და მითხრეს, რომ გუნდში ამიყვანდნენ, კონტრაქტს გამიფორმებდნენ, თუმცა ისეთ რამეს შევეჯახე, რაც ფეხბურთელზე დამოკიდებული არაა.

როგორც აღმოჩნდა, კლუბის პრეზიდენტი არც ისე კეთილგანწყობილია უკრაინელების მიმართ, ის კი ფიქრობდა, რომ ქართველი ვიყავი, გვარად ხომ ბოხაშვილი ვარ.

სინჯების გავლის შემდეგ
ხელშეკრულების გაფორმებას ველოდი, როცა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ კლუბმა უკან დაიხია. ვერ ვხვდებოდი, რატომ მოხდა ასე. ამხანაგურ შეხვედრებში კარგად ვითამაშე, მწვრთნელმაც მითხრა, რომ მისი მოთხოვნები დავაკმაყოფილე.

შეკრება დუბაიში უნდა გაგვევლო და პასპორტიც კი გამომართვეს ვიზის გასაკეთებლად, თუმცა ბოლო მომენტში "გადამაგდეს". ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. იქ ტრავმის მერე წავედი და ასეთი ამბავი შემემთხვა.

დიახ, გარკვეული დრო ქუთაისის "ტორპედოშიც" გავატარე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ საქართველოთი იმედგაცრუებული დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით მეც ქართველი ვარ. დიახ, ეს ჩემი სამშობლოა, თუმცა იქ ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა მთლად კარგი ვარიანტი არაა.

ქვეყანა ულამაზესია და მეგობრული ხალხი ცხოვრობს, უგემრიელესი საჭმელებია. იქ ყველა მიყვარს და პატივს ვცემ, თუმცა ფეხბურთი საქართველოში ნამდვილად ვერ ვითარდება.

საქართველოში თუ გადაწყვეტ სათამაშოდ წასვლას, ეს მხოლოდ თბილისის "დინამოში" შეიძლება, მათ ძალიან კარგი საკუთარი ბაზა აქვთ. დანარჩენ გუნდებზე კი რა გითხრათ... მაგალითად, "საბურთალო" ჩემპიონი იყო და ვარჯიშები ხან ერთ, ხან მეორე ადგილას ჰქონდათ", - განაცხადა ბოხაშვილმა.

"რიგას" მფლობელი რუსი ბიზნესმენი სერგეი ლომაკინი გახლავთ, ხოლო ევგენი ბოხაშვილი ამჟამად ინდონეზიის ჩემპიონატში გამოდის და არც ისე ცუდად. ის უმაღლესი ლიგის "პსს სლემანის" წევრია და წინა სეზონში 16 გოლი გაიტანა.



მკითხველის კომენტარები / 17 /
თუ გვინდა დონემ აიწიოს ელიგაში პირველ რიგში ინფრასტრუქტურას უნდა მივხედოთ გუნდებს საკუთარი ბაზა რომ ჰქონდეთ და ნორმალური სტადიონი ამის შემდეგ 2 კამერით რომ იღებენ თამაშებს და რო ჭედავს და საზიზღობა გადაღება როა ეგ უნდა გამოვასწოროთ თამაშები საღამოს უნდა იყოს განათებაზე და არა დილას 1-2საათზე რამე ივენთებიც ამის შემდეგ ხალხიც დაინტერესდება და დონეც ნელნელა აიწევს ბათუმის სტადიონი რომ გაიხსნება დარწმუნებული ვარ გაივსება და ყოველთვის 10კ დასწრება მინიმუმ იქნება ქუთაისშიც რომ აშენდეს თანამედროვე სტადიონი უფრო დაინტერესდება ხალხი იქაც ოვლიან რუსთავშიც და დიდ ქალაქებშიც საჭიროა ნორმალირი სტადიონი
0
ვინ ბოხაშვილი,რა ბოხაშვილი,ტიპს Თვითონ ვერ გაუგია ვინ არის და რა უნდა და Თქვენ მაგის ინტერვიუს აქვეყნებთ.მაგას ჯობია საერთოდ არაფერი არ დაწეროთ Თუ..........
კახა ქ.
14:00 16-05-2020
12

სიახლეები პოპულარული