ვაგნერ ლავი: ბურთი ავიღე და პუტინს გადავუგდე, მერე კი... [PHOTO]

AutoSharing Option
ცსკა-ს ყოფილი თავდამსხმელი ვაგნერ ლავი იხსენებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას, რომელიც უეფას თასის (2004/5) მოგების შემდეგ შედგა.

"ბრაზილიიდან როცა დავბრუნდი, ჩვენ მოსკოვის მერს, პრემიერ-მინისტრსა და შემდეგ უკვე ქვეყნის პრეზიდენტს - ვლადიმირ პუტინს შევხვდით.

პუტინთან შეხვედრაზე ჩვენი თარჯიმანი არ მოსულა. მხოლოდ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ვიყავით. პუტინი რაღაცას ამბობდა, ხოლო ჩვენ უბრალოდ ვისხედით.

სასაცილო სცენა იყო, როცა ჩვენ მასთან ფოტოებს ვიღებდით. თასი იატაკზე იდგა, მასზე კი ბურთი იდო. მე გადავწყვიტე: "რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო, რომ სამახსოვროდ დარჩეს". ავიღე ბურთი და
პუტინს გადავუგდე, რომ აეკენწლა.

ეს ვიდეო ბრაზილიაში ერთ წამში გავრცელდა: უეფას თასის მოგების შემდეგ მე ვთამაშობ ფეხბურთს რუსეთში პუტინთან ერთად. ასეთი რამ არასდროს დაავიწყდებათ, ფოტოს კი სამახსოვროდ ვინახავ", - გაიხსენა ვაგნერმა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული