უკრაინის ნაკრების მცველი: საქართველოთი გაკვირვებული დავრჩი, დედის შეგინების გამო შეიძლება გცემონ

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" მცველმა დენის პოპოვმა, რომელსაც სამშობლოში "უკრაინელ რამოსს" ეძახიან, prosto-sport.com-თან გიორგი წიტაიშვილთან მეგობრობასა და საქართველოში სტუმრობაზე ისაუბრა.

"როცა პოდუბნის სპორტსკოლიდან აკადემიაში გადავედი, წიტაიშვილი მაშინ დავინახე, თუმცა ერთმანეთი არ გაგვიცნია. მაშინ რუსულად ცუდად საუბრობდა. აკადემიის დატოვების შემდეგ კი კონტაქტი გვქონდა, ძირითადად, "ინსტაგრამზე" ვწერდით, გოლებსა და გამარჯვებებს ვულოცავდით ერთმანეთს.

შემდეგ უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. დავინახე, რომ კარგი ბიჭი იყო და გვერდით დავიყენე, ჩემს ოთახში შევიყვანე და ვუთხარი, რომ იქ იცხოვრებდა.

მერე კი ამბების მოყოლა დაიწყო, ბიჭებიც
გაიცნო და ასე გაგრძელდა. მაშინ აქცენტი ძალიან ეტყობოდა, ისე კარგი არ იყო, როგორც ახლაა. ყოვლთვის ვეხუმრებოდი ამის გამო. თუმცა ის ძალიან პერსპექტიული ბიჭია, ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად შეუძლია.

მე უკვე ვიყავი საქართველოში. ის ჩემს სახლში სტუმრად მეწვია. მისი დის ნათლია გავხდი და ოჯახის წევრებივით ვართ. საქართველოთი კი გაკვირვებული დავრჩი. კარგი ვქენი, რომ ამ ქვეყანას ვესტუმრე.

მთავარი წმინდა ადგილები მოვინახულე. ძალიან მჭირდებოდა ეს. ვნახე ბუნება, კულტურას გავეცანი. იქ ძალიან კარგი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ეს ყველაზე მეტად გხვდება თვალში. საქართველოს რომ ვსტუმრობდი, მაშინ სულ მიტინგები იმართებოდა და ფეხით ბევრი არ გვივლია, უფრო მეტად მანქანით ვმოძრაობდით.

ქართველები ყველაფერს აქცევენ ყურადღებას. თუკი ბიჭთან ერთად მომავალ გოგონას სხვანაირად შეხედე, შეიძლება ამის გამო პრობლემები შეგექმნას.

ჩვენთან ჩვეულებრივია დედის შეგინება, ისინი კი ამ სიტყვებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და სხვანაირად უყურებენ. მსგავსი სიტყვების გამოც შეიძლება გემრიელად მოგხვდეს."

პოპოვი წიტაიშვილისთვის დათმობილ მცირე დროსაც შეეხო:

"ვერ ვიტყვი, რომ მისთვის ადრეა თამაში. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მის მიერ გატანილი გოლი დიდი ოსტატობის დამადასტურებელია.

რაც შეეხება იმას, რომ წიტაიშვილს "დინამოში" დიდ დროს არ აძლევენ, ამის თაობაზე ხომ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს.

დიახ, გიორგი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება, ბევრს ცდილობს. მე ყოველთვის მის მხარეს ვიქნები, მინდა რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეს", -განაცხადა პოპოვმა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა გამოცემის მიხედვით, პოპოვით "მილანია" დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ზატო ჩვანთან საკუთარ დედაზე გინება არის მოსული...კარგები ვართ,განსაკუთთრებულები.როცა ვინმე იტყვის ჩემი დედას ......ო თავში ერთი ფიქრი მაქვს ვითხრა მეცო მაგრამ აქ ამის გამო მე გამასამართლებენ და არა იმას ვინც საკუთარ დედაზე იგინება და ზედმეტი თავის ტკივილი რად მინდა...მოკლედ ჩვენ ვართ რაც კარგები ვართ
ბაჩი
20 მაისი 2020 19:55
6
ეს თვითგვემები რა საჭიროა? ფაქტია ახალი თაობა (უფრო სწორად 40 წლის ქვემოთ) ჩემი დედას არ ხმარობს. გამონაკლისი, გოიმი და სულელი ყოველთვის არსებობდა. მაგ ხალხით რატომ მსჯელობ ყველაზე?
პ.ს. სხვათაშორის (მეჩვენება თუ დავბერდი) ქუჩაში უაზროდ მდგომი ბირჟავიკები-ძალათ ან ვითომ ძველი ბიჭებიც გადაშენების პირას არიან.
ჰაჰა
21 მაისი 2020 12:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული