უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი რამზან კადიროვი მოსკოვში გადაიყვანეს

AutoSharing Option
Baza-ს ცნობით, ეჭვობენ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც გროზნოს "ახმატის" საპატიო პრეზიდენტია, კორონავირუსით დაინფიცირდა.

კადიროვი 20 მაისს თვითმფრინავით სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს და ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს.

კადიროვმა თავი შეუძლოდ რამდენიმე დღის წინ იგრძნო, მოგვიანებით კი მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ექიმებმა სამკურნალოდ მოსკოვში გამგზავრება ურჩიეს.

ამტკიცებენ, რომ კადიროვს ფილტვების პარალიზების დიაგნოზი დაუსვეს. COVID-19-ის დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ.

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 317 554 შემთხვევა დაფიქსირდა. 92 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 099 გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ადმინ ცენზურა გაქვთ? ბრეჟნევის დროა?დაფიქრდით სპორტული ინფორმაციაა ეს? რატომ წერთ ასეთ  დეზინფორმაციებს,რომელიც არავის აინტერესებს? რა კადიროვი, სპორტზე წერეთ.რა  სპორტული ჟურნალისტის საქმეა კადიროვი?
Master
11:44 22-05-2020
6
აბა კორონა არ არისო,კორონასაც ბოდიში ახდევინეს...;)
Maxo
20:55 21-05-2020
1

სიახლეები პოპულარული