უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი რამზან კადიროვი მოსკოვში გადაიყვანეს

AutoSharing Option
Baza-ს ცნობით, ეჭვობენ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც გროზნოს "ახმატის" საპატიო პრეზიდენტია, კორონავირუსით დაინფიცირდა.

კადიროვი 20 მაისს თვითმფრინავით სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს და ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს.

კადიროვმა თავი შეუძლოდ რამდენიმე დღის წინ იგრძნო, მოგვიანებით კი მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ექიმებმა სამკურნალოდ მოსკოვში გამგზავრება ურჩიეს.

ამტკიცებენ, რომ კადიროვს ფილტვების პარალიზების დიაგნოზი დაუსვეს. COVID-19-ის დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ.

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 317 554 შემთხვევა დაფიქსირდა. 92 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 099 გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბატონი ავად გამხდარააა, ბატონი ავად გამხდარააა!!!
მე მოვარჩენ თქვენ ბატონსა....
კ ო მ ბ ლ ე
21:12 22-05-2020
0
წაიღო ვითმ კადიროვის სული კორონამ ? ეს იმ შხამითაა მოწამლული როგორიც თვითონაა მშვიდობით რამზან ველოდოთ ახლ რამზანას.ან შეძლება ეს ყველაფერი ტყულიცა ან რა სპორტული საიტის საქმეა ეს ამბავი?
civi
20:49 22-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული