კანსელუ "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება, სემედუ - "სიტის"

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით,"მანჩესტერ სიტის" მცველი ჟოაუ კანსელუ ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდება.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი, რომელიც ესპანეთში ადრე "ვალენსიაში" თამაშობდა, "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.

აღსანიშნავია, რომ სანაცვლოდ, "ბარსელონას" მცველი ნესლონ სემედუ "სიტიში" გადავა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სემდუ "იუვენტუსის" ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის ტრანსფერში უნდა გამოეყენებინათ. რაც შეეხება კანსელუს, მისი თამაშით "სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა უკმაყოფილოა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული