რუსი ფეხბურთელი "ლოკომოტივისთვის" სიომინის სახელის დარქმევას მოითხოვს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელის, იური სიომინის გადაყენებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

რუსული პრესის ცნობით, ახალი მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი გუნდიდან 11 ფეხბურთელს და მათ შორის ქართველ მცველ საბა კვირკველიას გაუშვებს.

სიომინს მხარდაჭერას გულშემატკივრები უცხადებენ, ისინი აცხადებენ, რომ გუნდის ქომაგობას შეწყვეტენ. სიომინის სამუშაოდან დათხოვნამ მისი ყოფილი ფეხბურთელი, დენის გლუშაკოვი აღაშფოთა, რომელიც ახლა "ახმატში" თამაშობს. მან თქვა, რომ შოკირებულია, იური პავლეს ძეს პატივს სცემს როგორც კარგ ადამიანს, სპეციალისტსა და მაგისტრს, ის ნამდვილი რუსი ადამიანია და მოითხოვა "ლოკოს" სიომინი დაარქვან.

ასეთ შემთხვევას რეაგირების გარეშე როგორ დატოვებდა
ცნობილი ჟურნალისტი ვასილი უტკინი.

"გლუშაკოვის იდეა სიმპტომურია. ის ხომ თავად ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობის კლუბის მოთამაშეა.

სამწუხაროდ, იდეა "სპარტაკისთვის" არ გამოდგება, ვინაიდან "სპარტაკი" ისედაც ადამიანი იყო, მაგრამ შეიძლება "ზენიტზე" წავივარჯიშოთ, მაგალითად. თქვენი ვერსიები?", - წერს უტკინი "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 3 /
შემომაქვს წინადადება ზენიტს f.c. პეტრე ან იმის გათვალისწინებით რომ ქართული ფესვები ქონია პეტრეს უბრალოდ ფ.კ. პირველი(ქართულად) დავარქვათ
ბათუმის ფანი
07 ივლისი 2020 16:11
0
მართალია ისე რაც ამ კაცს ლოკომოტივისთვის გაუკეთებია ფერგიუსონს არ გაუკეთებია იმდენი მანჩესტერისთვის.მართლა ოღონდ.1989 წლიდან აქვს ამ გუნდში მუშაობა დაწყებული მთავარ მწვრთნელად და ალბათ მცირე შესვენებებით 25 წელი მაინც ექნება ნამუშევარი,შედეგებიც ყოველთვის ქონდა და ახლაც აქვს,ლიგაზე ძალიან ბევრჯერ ყავს გაყვანილი ლოკომოტივი რუსეთის ძალიან კონკურენტულ ჩემპიონატში.ასე დაუმსახურებლად არ უნდა გაეშვათ.
master
25 მაისი 2020 11:10
2
ეს უტკინი ჩვენი გურამა შეროზიასავით ყველაფერზე კომენტარს რატო აკეთებს!!!
Musenbezi
25 მაისი 2020 00:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული