73 წლის რედნაპმა შეიძლება ნიგერიის ნაკრები ჩაიბაროს

AutoSharing Option
"დეილი სტარის" ცნობით, ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი ჰარი რედნაპი შეიძლება ნიგერიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.

ამჟამინდელ მწვრთნელს, გერნოტ რორს ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტი მაისის ბოლოს უმთავრდება და არ გაუგრძელებენ. გამოცემის მტკიცებით, მის პოსტს 73 წლის რედნაპს შესთავაზებენ.

2016 წელს ნიგერიელები რედნაპთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მაგრამ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

რედნაპი ადრე "ბორნმუთს","ვესტ ჰემს", "ტოტენჰემსა" და იორდანიის ნაკრებს წვრთნიდა, ბოლოს კი "ბირმინგემ სიტიში" მუშაობდა, რომელიც 2017 წელს დატოვა.

altრედნაპი ავარიის შემდეგ მკვდარი ეგონათ, ექიმმა ზეწარიც გადააფარა; ის გადარჩა, ყნოსვა დაკარგა და სახის ტიკი დარჩა

alt

ჰარი რედნაპი: ტუალეტის ქაღალდი დიდად არ მჭირდება, მე ღარიბ ოჯახში გავიზარდე

altტელეგადაცემისას ჰარი რედნაპს ყურში ყურსასმენი გაეჭედა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული